ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

prickle II verb
[ʹprɪkl]
ბეჭდვა

1. ჩხვლეტა (ჩხვლეტს, უჩხვლეტს); the rough cloth prickled my skin უხეში ქსოვილი კანზე მჩხვლეტდა [შდრ. აგრ. 2]; his moustache prickled when he kissed me როდესაც გადამკოცნა, მისმა ულვაშებმა ლოყაზე მიჩხვლიტა; she lay on the grass and the stiff dry grass prickled the back of her legs იგი ბალახზე იწვა და ბალახის უხეში გამხმარი ღეროები მას ფეხებში ჩხვლეტდა;

2. ჩხვლეტის გრძნობა (გრძნობს), ჩხვლეტის შეგრძნების ქონა; the shirt I was wearing made my skin prickle პერანგისაგან, რომელიც მეცვა, კანზე ჩხვლეტას ვგრძნობდი [შდრ. აგრ. 1]; her eyes prickled with tears ცრემლებისაგან თვალები აეწვა; he started to be worried and felt the back of his neck prickle იგი თანდათან ანერვიულდა და კისერზე ჩხვლეტის შეგრძნება გაუჩნდა; my skin prickled with fear შიშისგან კანზე ჟრუანტელმა დამიარა;

3. (at, with) აგზნება (აეგზნება), აღელვება; გაბრაზება; the thought of meeting him made her prickle with excitement მასთან შეხვედრაზე გაფიქრებისგან ქალს მღელვარებამ დაუარა; he prickled at the suggestion that it had been his fault ვარაუდმა, რომ მომხდარი მისი ბრალი იყო, იგი გააღიზიანა / გააბრაზა; she felt herself prickle at his tone of voice მისი ხმის ტონისგან ქალმა ბრაზი იგრძნო.

prickle I prickly

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0501