ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

preview II verb
[ʹpri:vju:]
ბეჭდვა

1. 1) წინასწარ ჩვენება (აჩვენებს) / დემონსტრირება / წარმოდგენა, წინასწარი ჩვენების / პრევიუს მოწყობა (კინოფილმისა, სპექტაკლისა, ახალი პროდუქციისა და სხვ.); the band will preview their new album on 2nd March ანსამბლი თავისი ახალი ალბომის წინასწარ ჩვენებას 2 მარტს გამართავს;

2) წინასწარ ნახვა (ნახავს) / გაცნობა (კინოფილმისა, სპექტაკლისა, ახალი პროდუქციისა და სხვ.); journalists will be able to preview the exhibition tomorrow გამოფენის წინასწარ ნახვა / წინასწარ დემონსტრაციაზე დასწრება ჟურნალისტებს ხვალ შეეძლებათ;

3) რეცენზიის დაწერა (˂და˃წერს), რეცენზირება, განხილვა (წინასწარ ჩვენებაზე ნანახი კინოფილმისა, სპექტაკლისა, ახალი პროდუქციისა და მისთ.) [შდრ. აგრ. 3]; the exhibition was previewed in last week's issue რეცენზია გამოფენის შესახებ გასული კვირის ნომერში დაიბეჭდა;

4) ʘ წინასწარ / არაოფიციალურად სრულდება (ითქმის კინოფილმის, სპექტაკლის, ახალი პროდუქციის და მისთ. შესახებ); the new play is previewing at the Theatre Royal tomorrow ახალი პიესის წინასწარი ჩვენება "სამეფო თეატრში" ხვალ გაიმართება;

2. კომპ. წინასწარ ნახვა (ნახავს) / დათვალიერება (მაგ. ტექსტისა, გამოსახულებისა – ამობეჭდვამდე და მისთ.);

3. განსაკ. ამერ. წინასწარ განხილვა (განიხილავს) / მიმოხილვა, გარჩევა [შდრ. აგრ. 1 3)]; the professor previewed the course for us პროფესორმა შესასწავლი კურსი წინასწარ მიმოიხილა ჩვენთვის; on page 11, the editor previews next week's films on TV მე-11 გვერდზე რედაქტორი მომავალი კვირის ტელეპროგრამაში შემავალ ფილმებს მიმოიხილავს.

preview I previous

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0467