ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

pretty I adjective
[ʹprɪtɪ]
ბეჭდვა

1. ლამაზი, კოხტა, სასიამოვნო გარეგნობისა (განსაკ. ითქმის ქალის ან გოგონას შესახებ); a pretty face ლამაზი / სასიამოვნო სახე; a pretty little girl ლამაზი / კოხტა / სასიამოვნო გარეგნობის პატარა გოგონა; you look so pretty in that dress! მაგ კაბაში ძალიან ლამაზად / კოხტად გამოიყურები!

2. შესანიშნავი, მშვენიერი, სასიამოვნო, კარგი (ითქმის ადგილის, საგნის და მისთ. შესახებ); what a pretty little garden! რა მშვენიერი / რა კარგი პატარა ბაღია! a pretty dress შესანიშნავი / მოხდენილი კაბა; the tune is pretty შესანიშნავი / საამური მელოდიაა; a pretty name მშვენიერი / კარგად მჟღერი სახელი; here's a pretty mess! ირონ. აქ კაი მაგარი არეულ-დარეულობაა / სიბინძურეა!

as pretty as a picture ძალიან ლამაზი / სასიამოვნო გარეგნობისა; დახატული; not just a pretty face ხუმრ. მარტო ლამაზი სახის ხარჯზე კი არ გადის ფონს (ითქმის ვისიმე ნიჭის ან უნარის ხაზგასასმელად); "I didn't know you could play the piano." "I'm not just a pretty face, you know!" "არ ვიცოდი, პიანინოზე თუ უკრავდი" – "აბა როგორ, ლამაზი სახის ქონის გარდა, ნიჭიერიც ვარ!" not a pretty sight სასიამოვნო სანახავი არ არის; ცუდი / არასასიამოვნო სანახავია; after a night's drinking, he was not a pretty sight მთელი ღამე ლოთობის შემდეგ იგი კარგი სანახავი არ იყო / საშინლად გამოიყურებოდა; a pretty penny დიდძალი / ბევრი ფული [იხ. აგრ. penny ]; to cost a pretty penny ʘ უამრავი ფული ღირს; a pretty pass იშვ. ცუდი ან რთული სიტუაცია / მდგომარეობა [იხ. აგრ. pass I ]; things have come to a pretty pass when a referee can no longer be trusted როდესაც მსაჯის ნდობა აღარ შეიძლება, საქმე ცუდადაა; things have come to a pretty pass, if you can't say what you think without causing a fight! ცუდად გვქონია საქმე, თუ შენი აზრის გამოთქმა ჩხუბის გამოწვევის გარეშე არ შეგიძლია!

prettiness pretty II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0388