ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

presume verb
[prɪʹzju:m]
ბეჭდვა

1. 1) ვარაუდი (ვარაუდობს), ფიქრი; the house looks empty so I presume they are away on holiday სახლი ცარიელი ჩანს, ამიტომ ვვარაუდობ / ვფიქრობ, რომ ისინი დასასვენებლად არიან წასული; "Is he still abroad?" "I presume so" "იგი ჯერ კიდევ საზღვარგარეთ იმყოფება?" – "ჩემი ვარაუდით / ვფიქრობ, ასეა"; I presumed him to be her husband ვივარაუდე, რომ იგი ამ ქალის ქმარი უნდა ყოფილიყო; the temple is presumed to date from the first century BC ვარაუდობენ, რომ ეს ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნით თარიღდება; they are very expensive, I presume? ალბათ ძალიან ძვირებია, არა?

2) იურ., წიგნ. რაიმედ ჩათვლა (˂ჩა˃თვლის) / მიჩნევა; რისამე დაშვება (ვარაუდზე დაყრდნობით); to be presumed dead [innocent] ʘ გარდაცვლილად / დაღუპულად [უდანაშაულოდ] ითვლება; the boat's captain is missing, presumed dead გემის კაპიტანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული და იგი დაღუპულად ითვლება / მიაჩნიათ; in English law, a person is presumed innocent until proved guilty ინგლისური კანონმდებლობით ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, სანამ მისი ბრალეულობა არ დამტკიცებულა; we must presume innocence until we have proof of guilt სანამ ბრალეულობის დამამტკიცებელი საბუთი არ გვაქვს, პირის უდანაშაულობა უნდა დავუშვათ; the course seems to presume some previous knowledge of the subject როგორც ჩანს, იგულისხმება, რომ მას ვინც ამ კურსს გადის, საგნის გარკვეული წინასწარი ცოდნა უნდა ჰქონდეს;

2. წიგნ. რისამე გაბედვა (˂გა˃ბედავს), საკუთარი თავისთვის რისამე უფლების მიცემა, გაკადნიერება; I would never presume to tell you what to do ჭკუის დარიგებას ნამდვილად ვერ გაგიბედავ; I wouldn't presume to tell you how to run your own business ვერ გაკადრებ იმის სწავლებას, შენს საკუთარ ბიზნესს როგორ უნდა გაუძღვე; are you presuming to tell me how to drive my car? იმის სწავლებას მიბედავ / იმას მასწავლი, ჩემი მანქანა როგორ უნდა ვატარო?

to presume on რისამე ბოროტად გამოყენება (˂გამო˃იყენებს), რითიმე სარგებლობა; he presumes on her good nature იგი ქალის გულკეთილობით სარგებლობს; it would be presuming on his generosity to ask him for money მისთვის ფულის თხოვნა მისი დიდსულოვნების / ხელგაშლილობის ბოროტად გამოყენება იქნებოდა; could I presume on your time for a moment by asking you a few questions? შეიძლება, ცოტაოდენი დრო წაგართვათ და რამდენიმე კითხვა დაგისვათ?

to presume upon = to presume on.

presumably presumption

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0572