ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

presence noun
[ʹprɛzns]
ბეჭდვა

1. 1) დასწრება, თანდასწრება, ყოფნა; არსებობა; the presence of strangers უცხო პირთა დასწრება; your presence is requested წიგნ. თქვენი დასწრება აუცილებელია; in the presence of smb. ვისიმე თანდასწრებით; the police scientists detected the presence of poison in the dead woman's blood პოლიციის ექსპერტებმა გარდაცვლილი ქალის სისხლში საწამლავის არსებობა აღმოაჩინეს;

2) (the presence) წარჩინებულ პირთა დასწრება; in the presence სამეფო ოჯახის წევრთა, რომის პაპის და ა.შ. თანდასწრებით; before entering the presence ხუმრ. სანამ უფროსობას დაენახვები; to be admitted to the presence ʘ წარჩინებულ პირთან (მეფესთან, რომის პაპთან და მისთ.) შესვლის ნებართვა აქვს / დაშვებულია;

2. მეზობლად / უშუალო სიახლოვეს ყოფნა; to be calm in the presence of danger საფრთხის პირისპირ მშვიდად / აუღელვებლად ყოფნა; I was summoned to his presence მასთან გამომიძახეს;

3. წარმოსადეგობა, ტანადობა; შესახედაობა, გარეგნობა (განსაკ. შთამბეჭდავი); a young man of handsome presence წარმოსადეგი გარეგნობის ახალგაზრდა კაცი; a man of noble presence კეთილშობილური იერის / შესახედაობის კაცი; he has no presence წარმოსადეგი / შთამბეჭდავი გარეგნობა არა აქვს; his presence is against him გარეგნობა ხელს არ უწყობს;

preselect presence chamber

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0442