ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

prescription noun
[prɪʹskrɪpʃn]
ბეჭდვა

1. 1) რეცეპტი (ექიმის მიერ გამოწერილი) [იხ. აგრ. ]; a doctor's prescription ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი; the doctor gave me a prescription for antibiotics ექიმმა ანტიბიოტიკების რეცეპტი მომცა / გამომიწერა; on / ამერ. by / prescription რეცეპტით; some medicines are only available on prescription ზოგიერთი წამლები / მედიკამენტები მხოლოდ რეცეპტით გაიცემა; to fill a prescription ამერ. ექიმის მიერ გამოწერილი წამლის შეძენა;

2) ექიმის მიერ გამოწერილი წამალი; the pharmacist will make up your prescription აფთიაქარი / მეაფთიაქე რეცეპტის მიხედვით წამალს დაგიმზადებთ;

3) წამლის, რეცეპტის გამოწერა; the prescription of drugs is a doctor's responsibility წამლების გამოწერა ექიმის მოვალეობაა / ექიმის კომპეტენციაში შედის;

4) (for) წიგნ. რისამე "რეცეპტი", რისამე მიღწევის გზა ან მეთოდი; a prescription for happiness ბედნიერების რეცეპტი; so what is his prescription for success? მაშ როგორია წარმატების მიღწევის მისეული გზა / გეგმა?

2. წიგნ. 1) დანაწესი; დირექტივა, მითითება;

2) დაწესება, დადგენა, განსაზღვრა (მოქმედების ნორმებისა, რისამე გაკეთების ან შესრულების წესისა და მისთ.); სპეც. პრესკრიფცია [იხ. აგრ. prescribe 2]; distinguishing between description and prescription ენათმეცნიერებაში დესკრიფციისა და პრესკრიფციის ერთმანეთისაგან გარჩევა / განსხვავება;

3. იურ. 1) შეძენითი ხანდაზმულობა, მფლობელობითი ხანდაზმულობა (აგრ. positive prescription);

2) გამაქარწყლებელი ხანდაზმულობა, გამაუქმებელი / გამაბათილებელი ხანდაზმულობა (აგრ. negative prescription);

prescription drugs [medications] მხოლოდ რეცეპტით გასაცემი წამლები [სამკურნალო საშუალებები / მედიკამენტები].

prescribed load prescriptive

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0093