ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

prepared adjective
[prɪʹpɛəd]
ბეჭდვა

1. predic (for) მზადმყოფი, რაიმესათვის მომზადებული [შდრ. აგრ. unprepared 1)]; I wasn't prepared for the cold სიცივისთვის მზად არ ვიყავი / მოუმზადებელი აღმოვჩნდი; we'll be better prepared next time შემდეგისთვის უკეთ ვიქნებით მომზადებული / უკეთ მოვემზადებით; when they set out they were well prepared როდესაც გზას გაუდგნენ, ისინი კარგად იყვნენ მომზადებულნი; are the players mentally and physically prepared to play a tough game? მოთამაშეები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად არიან მძიმე მატჩის სათამაშოდ?

2. (for smth., to do smth.) მზადმყოფი, თანახმა (რისამე გაკეთებაზე ან მიღებაზე); წინააღმდეგი რომ არ არის (რისამე გაკეთებისა, მიღებისა და მისთ.); we are not prepared to accept these conditions ამ პირობებს ვერ მივიღებთ / ვერ დავთანხმდებით; how much are you prepared to pay? რამდენს გადაიხდი? რამდენი შეგიძლია / გინდა გადაიხადო? people are not really prepared to talk about these kinds of personal problems ადამიანებს ნამდვილად არ სურთ / არ შეუძლიათ ამგვარ პირად პრობლემებზე საუბარი; I am not prepared to stay here and be insulted არ მსურს / არ ვაპირებ, აქ ვიყო და ვუსმინო, როგორ მაყენებენ შეურაცხყოფას;

3. წინასწარ მომზადებული; the police officer read out a prepared statement პოლიციის თანამშრომელმა / წარმომადგენელმა წინასწარ მომზადებული განცხადება წაიკითხა.

prepare prepared for demolition

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0510