ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

possess verb
[pəʹzɛs]
ბეჭდვა

1. წიგნ. ფლობა (ფლობს), ქონა; the gallery possesses a number of the artist's early works გალერეას ეკუთვნის ამ მხატვრის რამდენიმე ადრეული ნამუშევარი; he was found guilty of possessing an illegal weapon იგი იარაღის უკანონოდ ფლობაში ცნეს დამნაშავედ; I'm afraid he doesn't possess a sense of humour ვშიშობ, რომ მას იუმორის გრძნობა არა აქვს / არ გააჩნია; in the past the root of this plant was thought to possess magical powers წარსულში მიაჩნდათ, რომ ამ მცენარის ფესვს მაგიური თვისებები ჰქონდა; to be possessed of / with / smth. რისამე ფლობა / ქონა; the Allies were possessed of superior resources მოკავშირეებს გაცილებით მეტი რესურსები ჰქონდათ; she was possessed of exceptional powers of concentration იგი კონცენტრაციის არაჩვეულებრივ უნარს ფლობდა;

2. 1) დაუფლება (˂და˃ეუფლება), შეპყრობა, მოცვა (ითქმის აზრის, გრძნობის, ბოროტი სულის და მისთ. შესახებ); a mad rage possessed her იგი შმაგმა მძვინვარებამ შეიპყრო / მოიცვა; the spirit which possessed him must be, they thought, divine ისინი ფიქრობდნენ, რომ სული რომელიც მას დაეუფლა / მასში ჩასახლდა, ღვთიური სული უნდა ყოფილიყო;

2) კითხვით და უარყოფით წინადადებებში რისამე გაკეთებინება (˂გა˃აკეთებინებს), იძულება (რისამე გაკეთებისა, რაიმენაირად მოქცევისა); what possessed him to say such a thing? რამ აიძულა, ასეთი რამ ეთქვა? ასეთი რამ როგორ თქვა / რამ ათქმევინა? what on earth possessed you to come here? აქ რამ მოგიყვანა?

posse possessed

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0521