1. გამაძლ. უპირატ. საუბ. ნამდვილად, რეალურად, მართლა; აბსოლუტურად; our waiter was positively rude ჩვენი ოფიციანტი აშკარად უხეშობდა; some holiday destinations are positively dangerous ზოგიერთი დასასვენებელი ადგილი მართლაც რომ / პირდაპირ სახიფათოა; the instructions were not just confusing, they were positively misleading მითითებები უბრალოდ დამაბნეველი კი არა, რეალურად / პირდაპირ შეცდომაში შემყვანი იყო; "she hasn't an idea in her head" "Positively!" "ეგ ქალი სრულებით თავცარიელია" – "ნამდვილად!"
2. პოზიტიურად, კონსტრუქციულად, ოპტიმისტურად; thinking positively is one way of dealing with stress პოზიტიურად / ოპტიმისტურად აზროვნება სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი გზაა; change should be accepted and be viewed positively ცვლილება უნდა მივიღოთ და იგი პოზიტიურად აღვიქვათ / მასში კარგი დავინახოთ;
3. დადებითად, პოზიტიურად, თანხმობის, მოწონების და მისთ. გამომხატველად; most children respond positively to praise and encouragement ბავშვების უმეტესობა დადებითად რეაგირებს შექებასა და წახალისებაზე; investors reacted positively to news of the takeover ცნობას ამ კომპანიების შერწყმის შესახებ დადებითი რეაქცია მოჰყვა ინვესტორთა მხრიდან; to answer a question positively კითხვაზე დადებითად პასუხი / დადებითი პასუხის გაცემა;
4. დამაჯერებლად, სარწმუნოდ; უეჭველად; the blood was never positively identified as the victim's უეჭველად დამტკიცებული არ არის, რომ სისხლი მსხვერპლს / დაზარალებულს ეკუთვნის; her attacker has now been positively identified by police პოლიციამ უკვე საბოლოოდ დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელიც ქალს თავს დაესხა; he said quite positively that he would come, so I've saved a place for him გარკვევით / დანამდვილებით თქვა, მოვალო, ამიტომ ადგილი დავუკავე / შემოვუნახე; "you certainly won't!" she said positively "შენ ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებ!" თქვა ქალმა გადაჭრით;
5. სპეც. დადებითად; positively charged protons ფიზ. დადებითად დამუხტული პროტონები; the positively charged terminal ელექტრ. დადებითად დამუხტული კლემა / კონტაქტი / სადენის მისაერთებელი ადგილი (აკუმულატორისა, ბატარეისა და მისთ.); the athlete tested positively for the prohibited substance clenbuterol ანალიზის შედეგად სპორტსმენის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება კლენბუტეროლი აღმოჩნდა.