ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

police II verb
[pəʹli:s]
ბეჭდვა

1. რაიონის გაკონტროლება (˂გა˃აკონტროლებს); ამა თუ იმ ადგილზე წესრიგის დაცვა / უზრუნველყოფა (პოლიციის ან ჯარის მეშვეობით); the army was brought in to police the city centre ქალაქის ცენტრში წესრიგის დასაცავად ჯარი შეიყვანეს; the cost of policing football games is extremely high საფეხბურთო მატჩებზე წესრიგის დაცვა ძალიან ძვირი ჯდება; the border will be policed by UN officials საზღვარს გაეროს თანამშრომლები გააკონტროლებენ;

2. კონტროლის გაწევა (˂გა˃უწევს), კონტროლირება; მეთვალყურეობის ან მონიტორინგის წარმოება; რეგულირება, რეგლამენტირება; the profession is policed by its own regulatory body ამ პროფესიას მისივე საკუთარი მარეგულირებელი ორგანო აკონტროლებს; the use of these chemicals must be carefully policed ამ ქიმიკატების გამოყენებას მკაცრი მეთვალყურეობა / მონიტორინგი ესაჭიროება; it was not possible to police the boy for every minute of every day ამ ბიჭის მუდმივი კონტროლის ქვეშ ყოლა შეუძლებელი იყო;

3. ამერ. სამხ. დასუფთავება (˂და˃ასუფთავებს), დალაგება; მოწესრიგება (ყაზარმის ტერიტორიისა და მისთ.); to police the battlefield ბრძოლის ველის მოწესრიგება / გასუფთავება (დახოცილთა გვამებისა და დამწვარი / დაზიანებული ტექნიკის გატანა).

police I police academy

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0541