1. 1) ვისიმე მოწამვლა (˂მო˃წამლავს); to poison smb. with strychnine სტრიქნინით ვისიმე მოწამვლა; he tried to poison his wife იგი თავისი ცოლის მოწამვლას შეეცადა;
2) რისამე მოწამვლა (˂მო˃წამლავს), რაიმეში საწამლავის ჩაყრა, ჩასხმა და ა.შ.; მომწამლავი ნივთიერებით რისამე დაბინძურება / დასნებოვნება; a poisoned arrow მოწამლული ისარი; they poisoned the city's water supply მათ ქალაქის წყალმომარაგების სისტემა მოწამლეს; he killed several people by poisoning their tea მან რამდენიმე ადამიანი მოკლა მათი ჩაის მოწამვლის / მათთვის ჩაიში საწამლავის ჩაყრის გზით; large sections of the river have been poisoned by toxic waste from factories მდინარის დიდი მონაკვეთები ქარხნების ტოქსიკური ნარჩენებით არის მოწამლული;
2. რაიმეზე მავნე ზემოქმედების მოხდენა (˂მო˃ახდენს), რისამე გაფუჭება, "მოწამვლა"; these arguments were poisoning her mind ეს გაუთავებელი დავა-კამათი ქალს სიცოცხლეს უწამლავდა [შდრ. აგრ. ◇]; her childhood had been poisoned by an abusive stepfather მას ბავშვობა სასტიკმა მამინაცვალმა გაუმწარა; the quarrel has poisoned their relationship უთანხმოებამ მათს ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა / ურთიერთობა გაუფუჭა მათ; his comment served only to poison the atmosphere still further მისი შენიშვნის ერთადერთი მიზანი ატმოსფეროს კიდევ უფრო დაძაბვა იყო;
3. ქიმ., ფიზ. ინჰიბირების მოხდენა (˂მო˃ახდენს), დაყოვნება, შენელება; შთანთქმა;
◇ to poison smb.'s mind against smb. ვინმეს წინააღმდეგ ვისიმე განწყობა; ვინმესთვის ვისიმე მიმართ ანტიპათიის ჩანერგვა; ვინმესთვის ვისიმე შეჯავრება [შდრ. აგრ. 2; იხ. აგრ. mind I 1 1)]; she succeeded in poisoning their minds against me მან მოახერხა, ჩემ მიმართ უარყოფითად განეწყო ისინი; don't listen to her lies – she's just trying to poison your mind against me მაგის ტყუილებს ნუ დაუჯერებ – უბრალოდ ცდილობს, ჩემ წინააღმდეგ განგაწყოს / ჩემი თავი შეგაჯავროს.