ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

point II verb
[pɔɪnt]
ბეჭდვა

1. 1) (ჩვეულ. at, to) ჩვენება (აჩვენებს, უჩვენებს), მითითება / მინიშნება (თითით, ხელით და მისთ.); to point the finger at an object თითით რაიმე საგანზე მითითება; it is rude to point თითით ჩვენება უზრდელობაა; the hands of the clock pointed to half past one საათის ისრები ორის ნახევარს უჩვენებდა; "what's your name?" he asked, pointing at the child with his pen "რა გქვია?" იკითხა მან და თავისი კალმისტრით ბავშვზე მიუთითა; to point to a door კარზე მითითება / ოთახის, შენობის და მისთ. დატოვების მოთხოვნა;

2) (at) ვინმეზე მითითება (˂მი˃უთითებს), ვისიმე გამოყოფა (როგორც მისაბაძი ან გაკიცხვის ღირსი მაგალითისა); he was pointed at by all the mothers as an example of what a son should be ყველა დედას იგი იდეალური ვაჟიშვილის მაგალითად მოჰყავდა; to point the finger of scorn at smb. ზიზღით ვინმეზე მითითება, ზიზღით ვისიმე მოხსენიება; საჯაროდ ვისიმე გაკიცხვა, ვინმესთვის საჯაროდ ბრალის დადება;

2. საითკენმე მიმართვა (მიმართავს), მიშვერა; დამიზნება; to point a gun at smb. ვინმესთვის ცეცხლსასროლი იარაღის მიშვერა / დამიზნება; to point a camera at smb. ვინმესთვის კამერის მიშვერა (ფირზე გადასაღებად); we pointed the boat upstream ნავი დინების საწინააღმდეგოდ მივმართეთ;

3. ʘ საითკენმე მიმართულია / მიქცეულია; რაიმეს უყურებს; the vane points to the north ფლუგერი ჩრდილოეთისკენ არის მიბრუნებული; the house points to the west სახლის ფასადი დასავლეთს უყურებს; the churches of Europe were ordinarily built pointing to the east ევროპულ ეკლესიებს, ჩვეულებრივ, ფასადით აღმოსავლეთისკენ აშენებდნენ;

point I point III

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0505