ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

plump¹ I adjective
[plʌmp]
ბეჭდვა

1. ოდნავ მსუქანი, სრული, ჩასკვნილი; ფუმფულა, პუტკუნა (ითქმის ადამიანის, ცხოველის, სხეულის ნაწილის და მისთ. შესახებ); a short, plump woman ტანდაბალი, ოდნავ მსუქანი / სრული ქალი; a plump child ბუთხუზა ბავშვი; a plump face პუტკუნა სახე; the baby's plump cheeks ჩვილის პუტკუნა ლოყები; plump fingers მსხვილი / კოტიტა თითები; a plump turkey მსუქანი / კარგად ნაკვები ინდაური; he's got rather plump since I last saw him მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახე, საკმაოდ მოსუქებულა; I'm too plump to wear this dress ამ კაბის ჩასაცმელად / ამ კაბისთვის მეტისმეტად სრული ვარ;

2. მომრგვალო, მომრგვალებული; სავსე, მსხვილი, სქელი; რბილი, ფუმფულა (ითქმის ხილის, ამა თუ იმ საგნის და მისთ. შესახებ); plump, soft pillows ფუმფულა რბილი ბალიშები; plump strawberries მსხვილი / მსხვილმარცვლოვანი მარწყვი; plump juicy grapes მსხვილმარცვლიანი წვნიანი ყურძენი; plump juicy tomatoes მსხვილ-მსხვილი წვნიანი პამიდვრები; nice plump cloves of garlic ნივრის კოხტა, მსხვილი / მომრგვალებული კბილები; a plump wallet ფულით სავსე / გატენილი საფულე;

3. გადატ. დიდი, მოზრდილი, გვარიანი (ითქმის თანხის და სხვ. შესახებ); a plump cheque ჩეკი, რომელზეც დიდი თანხაა გამოწერილი; I hold not a very plump opinion of them მათზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არა მაქვს.

plumous plump¹ II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0532