ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

plug II verb
[plʌg]
ბეჭდვა

1. რისამე (რაიმეთი) ამოვსება (˂ამო˃ავსებს) / დაგმანვა (აგრ. to plug up); to plug a leak კედელში გაჩენილი ბზარის / ნაპრალის / ხვრელის ამოვსება / დაგმანვა; the pipe seems to be plugged up and the water can't flow away როგორც ჩანს, მილი გაჭედილია და წყალს ვერ ატარებს;

2. რეკლამის გაკეთება (˂გა˃უკეთებს), რეკლამირება; he was only on the show to plug his new movie იგი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იღებდა მონაწილეობას შოუში, რომ თავისი ახალი ფილმისთვის რეკლამა გაეკეთებინა;

3. იშვ. 1) სროლა (ესვრის), გასროლა; he plugged six rabbits მან ექვსი ბოცვერი მოკლა;

2) გარტყმა (გაარტყამს);

to plug away (at) ბეჯითად / მუყაითად შრომა (შრომობს), მუშაობა და მისთ.; I'm sure if you keep plugging away at it, your English will improve დარწმუნებული ვარ, ბეჯითად თუ იმეცადინებ, ინგლისური უკეთ გეცოდინება;

to plug in ელექტრ. 1) (ხელსაწყოს) ელექტროქსელში ჩართვა (˂ჩა˃რთვა) / შეერთება (შტეფსელის / ჩანგლის როზეტში ჩასმით);

2) ʘ ელექტროქსელში ირთვება, დენზე მუშაობს (ითქმის ხელსაწყოს შესახებ);

to plug into 1) = to plug in;

2) სისტემაში, ქსელში ჩართვა (˂ჩა˃რთავს; ˂ჩა˃ირთვება), ერთი ხელსაწყოს მეორესთან მიერთება / შეერთება (შტეკერის ბუდეში ჩასმით); to plug computer into the network [a databank] კომპიუტერის ქსელში ჩართვა [მონაცემთა ბანკთან შეერთება]; the camera plugs into any computer ფოტოაპარატი ნებისმიერ კომპიუტერს უერთდება;

3) რაიმეში მონაწილეობა (მონაწილეობს) / ჩართვა; რისამე საქმის კურსში ყოფნა;

to plug the gap ა) დეფიციტის დაფარვა, დანაკლისის შევსება; the minister has ruled out immediate tax increases to plug the gap მინისტრმა დეფიციტის დაფარვის მიზნით გადასახადების გაზრდის შესაძლებლობა გამორიცხა; ბ) სამხ. რღვეულების აღდგენა / დაცვა; გარღვევის ლიკვიდირება.

plug I Plug and Play

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0406