![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. გეგმა, განზრახვა, ჩანაფიქრი; their plans were laid bare მათი გეგმები / ზრახვები გამოამჟღავნეს / ამხილეს; ambitious plans პატივმოყვარული / ამბიციური განზრახვები; your best plan would be to go by car თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი იქ მანქანით გამგზავრება იქნება; 2. 1) გეგმა, რისამე მისაღწევად შედგენილი პროგრამა; full details of a plan გეგმის დეტალური / დაწვრილებითი აღწერა; according to plan გეგმის მიხედვით, გეგმურად; the operation is running according to plan ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს; the UN peace plan გაეროს სამშვიდობო გეგმა; 2) გეგმა, მონახაზი (ნაწარმოებისა და მისთ.); the plan of a story მოთხრობის გეგმა; 3) (უპირატ. pl ) სპეც. პროექტი; a building erected after the plan of an eminent architect სახელგანთქმული არქიტექტორის პროექტის მიხედვით აღმართული შენობა; 4) ნახაზი; დეტალური სქემა / გეგმა; რუკა; working plan სამუშაო ნახაზი; სამუშაო სქემა; a floor plan ა) მშენ. სართულის გეგმა; ბ) ოთახის გეგმა (ავეჯის განლაგების ჩვენებით); a street plan ქალაქის და ა.შ. ქუჩების გეგმა / სქემა; a plan of the museum მუზეუმის გეგმა / სქემა; a city / a town / plan ქალაქის რუკა; 5) : pension plan ეკონ. საპენსიო გეგმა, პენსიების გაცემის სისტემა. |
||||
![]() |
![]() |
|||
| plait II | plan II |