1. დადება (˂და˃დებს); მოთავსება, ადგილის მიჩენა; განლაგება; დალაგება, დაწყობა (განსაკ. ფრთხილად, გულდასმით); he placed his hand on her shoulder მან ქალს მხარზე ხელი დაადო; she placed the letter in front of me მან წერილი წინ დამიდო; he folded it in his handkerchief and placed it in the inside pocket of his jacket მან ნივთი თავის ცხვირსახოცში გაახვია და ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩაიდო; a bomb had been placed under the seat სავარძლის ქვეშ ბომბი იყო ჩადებული / დამონტაჟებული; the parking areas in the town are few, but strategically placed ამ ქალაქში ცოტა ავტოსადგომია, მაგრამ ისინი სტრატეგიული თვალსაზრისით ხელსაყრელ ადგილებშია განლაგებული; chairs were hastily placed in rows for the parents მშობლებისთვის ნაჩქარევად დააწყვეს / დადგეს რიგ-რიგად სკამები;
2. ამა თუ იმ მდგომარეობაში ჩაყენება (˂ჩა˃აყენებს) / მოქცევა; to place smb. in command ხელმძღვანელად / მეთაურად ვისიმე დანიშვნა; to place smb. under arrest ვისიმე დაპატიმრება; this places me in a very difficult position ეს მე ძალზე რთულ მდგომარეობაში მაყენებს; children must not be placed at risk ბავშვები საფრთხეში არ უნდა ჩავაგდოთ; some areas of the city have been placed under curfew ქალაქის ზოგიერთ რაიონში კომენდანტის საათია დაწესებული;
3. 1) (on) მინიჭება (˂მი˃ანიჭებს), მიცემა (მნიშვნელობისა და მისთ.); great emphasis is placed on education დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას; she placed the emphasis on the word "soon" მან ხაზი გაუსვა სიტყვას "მალე"; he places a high value on punctuality იგი დიდად აფასებს პუნქტუალურობას; they place a lot of importance on qualifications ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კვალიფიკაციას / გამოცდილებას;
2) (on, in) დაკისრება (˂და˃აკისრებს), დადება (პასუხისმგებლობისა, მოვალეობისა, ბრალისა და სხვ.); იმედის, მოლოდინის და სხვ. დამყარება (ვინმეზე, რაიმეზე); the job places great demands on me ეს სამუშაო ძალზე დიდ მოთხოვნებს მიყენებს / სერიოზულ მოვალეობებს მაკისრებს; please don't try to place the blame on me for the accident თუ შეიძლება, ნუ ცდილობ ავარიის გამო პასუხისმგებლობა მე დამაკისრო / ავარიაში მე დამადანაშაულო; his government is placing its faith in international diplomacy მისი მთავრობა იმედს საერთაშორისო დიპლომატიაზე ამყარებს; a man, upon whose sagacity he could place full reliance კაცი, რომლის საზრიანობასაც იგი სრულად შეიძლებოდა ნდობოდა; no confidence could be placed in any of the twelve judges თორმეტი მსაჯულიდან არც ერთზე არ შეიძლებოდა ნდობის დამყარება / არც ერთის ნდობა არ შეიძლებოდა;
4. (
ჩვეულ. უარყოფით წინადადებებში) ცნობა (იცნობს), გახსენება, მეხსიერებაში აღდგენა; კავშირის დადგენა (
ადრე ნანახთან ან გაგონილთან); I've seen her somewhere before, but I can't quite place her
ეს ქალი ადრე სადღაც მინახავს, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიხსენებ; she looks familiar but I can't place her – did she use to work here?
იგი ნაცნობი მეჩვენება, მაგრამ ზუსტად ვერ ვიხსენებ
, სად მყავს ნანახი – ადრე აქ ხომ არ მუშაობდა? it was a voice he recognized, though he could not immediately place it ხმა ეცნობოდა, თუმცა ზუსტად ვერ გაეხსენებინა, ვის ეკუთვნოდა იგი; his accent was impossible to place მისი აქცენტის ცნობა / წარმომავლობის დადგენა შეუძლებელი იყო;
5. 1) გაკეთება (˂გა˃აკეთებს), მიცემა; შეტანა, განთავსება (შეკვეთისა, განცხადებისა, რეკლამისა და სხვ.); you can place orders by telephone შეკვეთების გაკეთება / მიცემა ტელეფონით შეგიძლია; we placed the order for the furniture six weeks ago ავეჯი ექვსი კვირის წინ შევუკვეთეთ; he placed an advertisement in the local paper მან ადგილობრივ გაზეთში რეკლამა / სარეკლამო განცხადება განათავსა; she placed her name on the list of volunteers ქალმა თავისი გვარი მოხალისეთა სიაში ჩაწერა / შეიტანა; I had no idea which horse I should place a bet on წარმოდგენა არა მქონდა, რომელ ცხენზე უნდა გამეკეთებინა / დამედო ფსონი; they were placing bets on who would win ისინი ფსონებს აკეთებდნენ / დებდნენ იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებდა;
2) უპირატ. ამერ. სატელეფონო ზარის გაკეთება (˂გა˃აკეთებს) ან შეკვეთა, ტელეფონით დარეკვა (განსაკ. ოპერატორის მეშვეობით); we had to place several calls before getting through to the technicians რამდენიმე სატელეფონო ზარის შეკვეთა / რამდენჯერმე დარეკვა მოგვიხდა, სანამ ხელოსნებთან დაკავშირებას შევძლებდით; I'd like to place an overseas call საერთაშორისო სატელეფონო ზარის / საუბრის შეკვეთა მინდოდა, თუ შეიძლება;
6. (in, with) ვისიმე სადმე მოწყობა (˂მო˃აწყობს), ვინმესთვის საცხოვრებლის, სამუშაოს და მისთ. პოვნა / მოძებნა; the children were placed with foster parents ბავშვებს მიმღები მშობლები მოუძებნეს; she was placed in the care of an uncle გოგონა აღსაზრდელად ბიძას ჩააბარეს; the agency placed about 2 000 secretaries last year შარშან ამ სააგენტომ დაახლოებით 2 000 მდივანს უპოვა სამუშაო; some unemployed people can be very difficult to place ზოგიერთი უმუშევრის დასაქმება შეიძლება ძალიან ძნელი აღმოჩნდეს; the students are placed in / with / companies for a period of work experience სტუდენტებს სტაჟირების / სასწავლო პრაქტიკის გასავლელად კომპანიებში აწყებინებენ მუშაობას;
7. ამა თუ იმგვარად შეფასება (˂შე˃აფასებს), ამა თუ იმ დამოკიდებულების / აზრის ქონა (ვისიმე ან რისამე შესახებ); კლასიფიცირება, ამა თუ იმ კატეგორიისთვის მიკუთვნება (ვისიმე ან რისამე); I would place health quite high on my list of priorities ჩემი პრიორიტეტების სიაში ჯანმრთელობას საკმაოდ მაღალ ადგილს მივაკუთვნებდი; some museums seem to place profit above education შთაბეჭდილება რჩება, რომ ზოგიერთი მუზეუმების ხელმძღვანელობა ფინანსურ მოგებას განათლებაზე მაღლა აყენებს; I would place him among the ten most brilliant scientists of his age ჩემი აზრით, იგი თავისი ეპოქის ათ უდიდეს მეცნიერთა რიცხვში შედის; the authorities have placed the drug in Class A, the same category as heroin and cocaine ოფიციალურმა ორგანოებმა ეს პრეპარატი A კლასში შეიტანეს, ანუ იმავე კატეგორიაში, რომელშიც ჰეროინი და კოკაინი შედის;
8. სპორტ. 1) ჩვეულ. pass სპორტსმენის, გუნდის, ცხენის და სხვ. მიერ დაკავებული ადგილის აღნიშვნა (აღნიშნავს) / დაფიქსირება (რბოლაში, შეჯიბრებაში, დოღში და მისთ.); to be placed first, second, etc პირველ, მეორე და ა.შ. ადგილზე გასვლა ან ყოფნა (რბოლაში, შეჯიბრებაში და მისთ.); I had been placed 2nd and 3rd a few times but had never won რამდენჯერმე მე-2 და მე-3 ადგილზე ვიყავი გასული, მაგრამ რბოლაში / შეჯიბრებაში ჯერ არასოდეს გამემარჯვა; he was placed fifth in last Saturday's race გასულ შაბათს გამართულ რბოლაში იგი მეხუთე ადგილზე გავიდა; the horse was placed first [second, third] in its first race თავის პირველ დოღში ეს ცხენი პირველ [მეორე, მესამე] ადგილზე გავიდა; second-placed Auxerre suffered a surprising 2–0 home defeat to Nantes სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი "ოსერი" შინ მოულოდნელად დამარცხდა "ნანტთან" ანგარიშით 0:2; to be / to have been / placed პირველ სამეულში ან ოთხეულში მოხვედრა (რბოლაში და მისთ.); my horse has been placed several times ჩემი ცხენი დოღში რამდენჯერმე მოხვდა პირველ სამეულში / ოთხეულში;
2) ამერ. პირველ სამეულში მოხვედრა (˂მო˃ხვდება), პირველი სამი ადგილიდან ერთ-ერთის (ჩვეულ. მეორის) დაკავება (რბოლაში, შეჯიბრებაში, დოღში და მისთ.); his horse placed in the last race ბოლო დოღში მისი ცხენი პირველ სამეულში მოხვდა / მეორე ადგილზე გავიდა;
◇ to be well [ideally, better, etc] placed ა) (for smth., to do smth.) კარგ [იდეალურ, უკეთეს და ა.შ.] მდგომარეობაში ყოფნა (რისამე გასაკეთებლად, მისაღწევად და სხვ.); the company is now well placed to compete in Europe ახლა კომპანიას ევროპაში წარმატებული კონკურენციის გაწევის კარგი შანსი აქვს; ბ) (for smth.) კარგი, იდეალური, უკეთესი და ა.შ. ადგილმდებარეობის ქონა (ამა თუ იმ თვალსაზრისით); the hotel is well placed for most of London's theatres სასტუმრო ლონდონის თეატრების უმეტესი ნაწილისგან ხელსაყრელ / მოსახერხებელ მანძილზეა განლაგებული.