ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

pick² II verb
[pɪk]
ბეჭდვა

1. 1) არჩევა (აირჩევს), ამორჩევა, შერჩევა; pick a number from one to twenty ამოირჩიეთ რიცხვი ერთიდან ოცამდე; pick your words! სიტყვები შეარჩიეთ! the group picked me as their spokesperson ჯგუფმა თავის წარმომადგენლად ამირჩია;

2) სამთ. დახარისხება (˂და˃ახარისხებს); გადარჩევა, გამდიდრება (მადნისა);

2. მოკრეფა (˂მო˃კრეფს), მოგროვება, შეგროვება (ყვავილებისა, ხილისა და მისთ.); flowers freshly picked from the garden ბაღიდან ახლად მოკრეფილი ყვავილები; to go blackberry picking მაყვლის საკრეფად წასვლა;

3. თითებით მოცლა (˂მო˃აცლის), მოცილება, მოშორება (პატარა ნაწილაკებისა და მისთ.); she picked bits of fluff from his sweater ქალმა მის სვიტრს ბუსუსები მოაცილა / სვიტრი ბუსუსებისაგან სათითაოდ გაწმინდა; he picked the nuts off the top of the cake მან ნამცხვარს ზემოდან თხილები ამოაცალა;

to pick at smth. 1) ციცქნა (ციცქნის), კიკნა; საჭმლის უგულოდ ჭამა; he picked gloomily at his lamb chop ის დაღვრემილად / უგულოდ კიკნიდა ბატკნის ხორცის კატლეტს;

2) რამდენჯერმე მოქაჩვა (˂მო˃ქაჩავს) / ხელით შეხება; he was picking at his mother's sleeve, trying to get her attention ის დედას სახელოზე ექაჩებოდა, მისი ყურადღება რომ მიექცია;

to pick on smb., smth. 1) ვისიმე, რისამე უსამართლოდ გაკრიტიკება (˂გა˃აკრიტიკებს) / დადანაშაულება / დასჯა; why does the boss always pick on me? ყოველთვის მე რატომ მადანაშაულებს უფროსი?

2) ვისიმე, რისამე ამორჩევა (˂ამო˃ირჩევს) / შერჩევა;

to pick smb., smth. out 1) შერჩევა (˂შე˃არჩევს), ამორჩევა; she picked out the ripest peach for me მან ყველაზე მწიფე ატამი ამომირჩია;

2) ამოცნობა (ამოიცნობს); see if you can pick me out in this photo ვნახოთ, თუ ამომიცნობთ ამ ფოტოსურათზე;

to pick up 1) გაუმჯობესება (˂გა˃უმჯობესდება); გაზრდა; trade usually picks up in the spring ჩვეულებრივ ვაჭრობა გაზაფხულზე გამოცოცხლდება ხოლმე;

2) გაძლიერება (˂გა˃ძლიერდება); მომატება; the wind is picking up now ქარი ძლიერდება;

3) სიჩქარის / ბრუნთა რიცხვის გაზრდა (˂გა˃ზრდის) / განვითარება; ადგილიდან გაქანება; to pick up speed სიჩქარის აკრეფა;

4) (on) ვისიმე გასწრება (˂გა˃ასწრებს) / გასწრების დაწყება (რბოლისას);

5) სამხ. მოწინააღმდეგის თვითმფრინავისთვის გზის გადაჭრა (˂გადა˃უჭრის); მიზნის დაჭერა;

6) რად., ტელევ. მიღება (სიგნალისა); დაჭერა (სადგურისა, გადაცემისა);

7) იშვ. ხელში ჩაგდება (˂ჩა˃იგდებს), გატაცება (გემისა);

to pick smb. up 1) ვინმესთვის მანქანით გავლა (გაუვლის); I'll pick you up at five ხუთი საათისთვის გამოგივლი;

2) მგზავრების აყვანა (აიყვანს) / ავტობუსში და მისთ. ჩასმა; to pick up passengers მგზავრების აყვანა / ავტობუსში და მისთ. ჩასმა;

3) ვინმეს ხელში აყვანა (აიყვანს); she picked up the child and gave him a cuddle ქალმა ბავშვი ხელში აიყვანა და გულში ჩაიხუტა;

4) საუბ. ვინმეს შებმა (˂შე˃აბამს) ჩვეულ. სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით; he goes to clubs to pick up girls ის კლუბებში გოგოების შესაბმელად დადის;

5) დაპატიმრება (˂და˃აპატიმრებს) პოლიციის მიერ; he was picked up by police იგი პოლიციამ დააპატიმრა;

to pick smth. up 1) რისამე აღება (აიღებს); he picked his coat up off the floor მან თავისი პალტო იატაკიდან აიღო;

2) რისამე დაუგეგმავად / თავისთავად / უნებურად შესწავლა (˂შე˃ისწავლის) / შეთვისება; he picked up a few words of Spanish on holiday მან შვებულებაში ყოფნისას თავისთავად ისწავლა რამდენიმე ესპანური სიტყვა;

3) რისამე იაფად / შემთხვევით ყიდვა (იყიდის) / შეძენა; we managed to pick up a few bargains at the auction აუქციონზე მოვახერხეთ რამდენიმე ნივთის ხელსაყრელ ფასად / იაფად შეძენა; 4 ) რისამე შეძენა (შეიძენს) / შეყრა; I seem to have picked up a cold somewhere მგონი სადღაც გავცივდი;

to pick and choose ʘ მეტისმეტად მომთხოვნია, პრეტენზიულია, წუნიაა; we can't pick and choose, we'll have to take what they give us რასაც მოგვცემენ იმას უნდა დავჯერდეთ, არ უნდა ვიყოთ პრეტენზიულები; to pick up fight / quarrel / with smb. ვინმესთან განზრახ ჩხუბის / კინკლაობის / კამათის დაწყება; he got drunk and picked up a quarrel with his girlfriend ის დათვრა და თავის მეგობარ გოგონას ეჩხუბა; to pick smb.'s brains საუბ. ვინმესათვის (ამა თუ იმ საკითხის კარგი მცოდნისთვის) ბევრი შეკითხვის დასმა (მისგან კვალიფიციური ინფორმაციისა და რჩევის მიღების მიზნით); have you got a minute? I need to pick your brains დრო გაქვს? ბევრი შეკითხვა მაქვს შენთვის დასასმელი; დამითმობ შენს ტვინს ცოტა ხნით? to pick holes in smth. ნაკლის პოვნა / გამონახვა; დაუმსახურებლად გაკრიტიკება, შარის მოდება; it was easy to pick holes in his arguments ადვილი იყო მის არგუმენტებში / მოსაზრებებში ნაკლის პოვნა / გამონახვა.

pick² I pick³

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0148