1. 1) სრულყოფილი, უნაკლო, უზადო, წუნდაუდებელი; შესანიშნავი, ჩინებული, იდეალური; perfect beauty სრულყოფილი / სრულქმნილი სილამაზე; perfect actress შესანიშნავი / ჩინებული მსახიობი ქალი; a perfect couple შესანიშნავი / ძალიან კარგი წყვილი; perfect person იდეალური ადამიანი / პიროვნება; a perfect place for our picnic იდეალური / საუკეთესო ადგილი ჩვენი პიკნიკისათვის; perfect specimen შესანიშნავი / ჩინებული ნიმუში; perfect gentleman ჭეშმარიტი ჯენტლმენი; well, I'm sorry – but nobody's perfect საუბ. მაპატიეთ, მაგრამ სრულყოფილი / უნაკლო არავინაა (ითქმის ვისიმე მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ); the perfect crime საუბ. სრულყოფილი დანაშაული, იდეალური დანაშაული (დანაშაული, რომლის გახსნაც შეუძლებელია); she is perfect in everything ყველაფერში სრულყოფილია! it's perfect! საუბ. შესანიშნავია! დიდებულია! ჩინებულია!
2) რელიგ. მორალურად სრულყოფილი, უმწიკვლო, უბიწო, წმინდა; must be perfect as your heavenly Father is perfect ბიბლ. მაშ, იყავით თქვენ სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციერი; mark the perfect man, and behold the upright: for the end of that man is peace ბიბლ. დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს;
3) სრული, მთლიანი, ტოტალური; perfect stranger სრულიად / სავსებით უცხო / უცნობი ადამიანი; perfect silence სრული / აბსოლუტური სიჩუმე; perfect cleavage მინერ. სრული ტკეჩადობა; perfect combustion სპეც. სრული წვა; perfect fourth [fifth, octave] მუს. წმინდა კვარტა [კვინტა, ოქტავა];
2. 1) ზუსტი, სწორი; perfect reproduction [imitation] ზუსტი რეპროდუქცია [იმიტაცია]; perfect copy ზუსტი ასლი; she speaks perfect English აბსოლუტურად სწორი / გამართული ინგლისურით მეტყველებს; it's the perfect name for the baby ბავშვისთვის ზედგამოჭრილი სახელია;
2) სუფთა, წმინდა წყლისა, შეურეველი; მინარევის გარეშე; perfect yellow სუფთა ყვითელი ფერი; a handle of perfect gold სუფთა / ხალასი ოქროსგან დამზადებული სახელური;
3. სრული, აბსოლუტური (ითქმის მოქმედების, მდგომარეობის, თვისების და მისთ. შესახებ); perfect bliss სრული ნეტარება / განცხრომა; perfect sincerity სრული გულწრფელობა;
4. კარგად მომზადებული, გამოცდილი, დახელოვნებული / გაწაფული (
ამა თუ იმ სფეროში); to have a perfect knowledge of smth. რისამე სრულყოფილად / ზედმიწევნით კარგად ცოდნა; to have one's lessons perfect გაკვეთილის ჩინებულად სწავლა; perfect mastery უბადლო ოსტატობა;
5. საუბ. სასიამოვნო, მშვენიერი, საუცხოო; a perfect day! ა) მშვენიერი / საუცხოო დღეა! ბ) სასიამოვნოდ გატარებული დღე! we had a perfect day დღე მშვენივრად გავატარეთ;
6. ემოც.-გამაძლ. ნამდვილი, ნაღდი, სრული; უკიდურესი; in perfect sincerity სრულიად გულწრფელად / გულახდილად; perfect idiot / fool / ნამდვილი იდიოტი / სულელი; perfect nonsense სრული / აბსოლუტური სისულელე / უაზრობა / ნონსენსი; she is a perfect fright ნამდვილი "საფრთხობელაა"; that dog is a perfect nuisance ეს ძაღლი ერთობ აბეზარი რამეა;
7. : perfect binding პოლიგრ. უნაკერო / წებოთი შეერთება ბლოკებად;
◇ perfect gas ფიზ. იდეალური აირი.