1. 1) ლურსმნებით მიჭედება (˂მი˃აჭედებს); პალოებით დამაგრება;
2) პალოს / პალოების ჩარჭობა (˂ჩა˃არჭობს) / ჩასობა;
3) პალოებით შემოსაზღვრა (˂შემო˃საზღვრავს) / დაკვალვა; პალოებით მონიშვნა; to peg out a mining claim წიაღისეულის მოპოვებისათვის განცხადებული ნაკვეთის პალოებით შემოსაზღვრა / მონიშვნა;
4) სარეცხის თოკზე სარჭით დამაგრება (˂და˃ამაგრებს);
5) ტექ. წკირ˂ებ˃ით / შტიფტ˂ებ˃ით შეერთება (˂შე˃ართებს);
6) ს.-მ. დასარყვა (˂და˃სარყავს);
2. საბაზრო ფასის დადგენა (˂და˃ადგენს) / დაწესება; საბაზრო ფასების რყევისაგან დაცვა; ბირჟ. სლ. აგრ. ფასის, კურსის და ა.შ. განსაზღვრულ დონეზე დაფიქსირება / ხელოვნურად უზრუნველყოფა; to peg the market ბაზარზე ფასების დაფიქსირება / ერთ დონეზე შენარჩუნება;
3. დამიზნება (˂და˃უმიზნებს); მიზანში ამოღება; სროლა, ტყორცნა; she pegged a stone at me ქვა დამიმიზნა და მესროლა;
4. 1)
სლ. ჩარჭობა (
˂ჩა
˃არჭობს), ჩასობა; გარჭობა; she pegged at him with the umbrella ქოლგა უჩხვლიტა / ჩაასო;
2) ბარჯის / ჰარპუნის კვრა (ჰკრავს); to peg a shark ʘ ზვიგენს ბარჯი ჰკრა / ჩაარჭო;
5. ამერ. საუბ. 1) შარვლის დავიწროება (˂და˃ავიწროებს);
2) კოჭთან შარვლის ტოტის დამაგრება (˂და˃ამაგრებს); cyclists often peg their pants ველოსიპედისტები ხშირად იმაგრებენ შარვლის ტოტებს კოჭთან;
6. ამერ. საუბ. ვისიმე ცნობა (ცნობს) / ამა თუ იმ კატეგორიისათვის მიკუთვნება; ვინმეზე ამა თუ იმ აზრის შექმნა; to peg smb. ვისიმე ცნობა / შეცნობა; to get / to have / smb. pegged ʘ მიხვდა / შეატყო, რა პიროვნებასაც წარმოადგენდა; he can peg a trickster at once თაღლითს მაშინვე ცნობს;
7. სლ. სასმისში ჩატანებული ნიშნულის მიხედვით სმა (სვამს);
8. საუბ. თავაუღებლივ მუშაობა (მუშაობს), მუშაობით თავის მოკვლა (აგრ. to peg away, to peg on, to peg along); to peg away at a task დავალების გულმოდგინედ შესრულება; we pegged along year by year წლიდან წლამდე თავდაუზოგავად ვმუშაობდით;
9. ამერ. სლ. ჩქარი / ენერგიული ნაბიჯით სიარული (მიდის); down the street he pegged like a madman გიჟივით გარბოდა ქუჩაში;
10. მონად. ნაბულის გაკეთება (˂გა˃აკეთებს) ითქმის ძაღლის შესახებ;
11. თევზ. ანკესის გადაგდება (˂გადა˃აგდებს);
12. ბანქ. ქულების / ანგარიშის კოჭებით აღნიშვნა (აღნიშნავს) კრიბიჯი;
13. (ჩვეულ. peg out) 1) სპორტ. ბურთის პალოზე მირტყმა (˂მი˃არტყამს) კროკეტი;
2) ბანქ. უკანასკნელი ფოსოს დაკავება (˂და˃იკავებს), თამაშის მოგება (კრიბიჯი);
14. ამერ. სპორტ. საუბ. ბურთის ძლიერად და დაბლა ტყორცნა (ტყორცნის) ბეისბოლი;
▭ to peg down 1) პალოებით დამაგრება (˂და˃ამაგრებს);
2) : to peg a tent down კარვის მიწაზე პალოებით დამაგრება;
3) შებოჭვა (˂შე˃ბოჭავს), შეზღუდვა; he is pegged down by ancient usage ძველი ადათ-წესებითაა შებოჭილი;
to peg for ამა თუ იმ თანამდებობაზე კანდიდატის წამოყენება (˂წამო˃აყენებს) / დასახელება; he was pegged for Attorney General მისი კანდიდატურა დასახელდა იუსტიციის მინისტრის პოსტზე;
to peg out 1) = 1 3);
2) კარვის გაშლა (˂გა˃იშლის); შესვენება;
3) სარეცხის გაფენა (˂გა˃ფენს);
4) საუბ. ძალ-ღონის / არაქათის გამოცლა (˂გამო˃ეცლება); წაქცევა (ჩვეულ. დაღლილობისაგან ); I did try a marathon once, but I pegged out half way through ერთხელ მოვსინჯე თავი მარათონულ რბენაში, მაგრამ ნახევარ გზაზე არაქათი გამომეცალა;
5) სლ. მოკვდომა (˂მო˃კვდება); he pegged out in 1841 იგი 1841 წელს მოკვდა;
6) ʘ გაფუჭდა, არ მუშაობს; the car pegged out about 20 miles from home მანქანა სახლიდან დაახლოებით ოცი მილის დაშორებით გაფუჭდა;
7) საუბ. გაკოტრება (გაკოტრდება);
to peg up გამომწყვდევა (˂გამო˃ამწყვდევს), გამოკეტვა.