1. 1) სწრაფად შეხედვა (შეიხედავს), თვალის მოკვრა / შევლება;
2) ჭუჭრუტანაში და მისთ. ჩუმად გაჭვრეტა (˂გა˃იჭვრიტება), ჩუმად ყურება / თვალთვალი; we must not peep and eavesdrop არ შეიძლება / დაუშვებელია ფარულად თვალთვალი და ყურისგდება; neighbours were peeping at us from behind curtains ფარდას ამოფარებული მეზობლები გვითვალთვალებდნენ;
2. გადატ. საიდანმე გამოჩენა (˂გამო˃ჩნდება), გამოხედვა, გამოჭყეტა; ʘ ჩანს, მოჩანს (აგრ. to peep out); violets peep from the grass იები ბალახებიდან იჭვრიტებიან; the steeple peeping over the wood კოშკის შპილი, რომელიც ტყის თავზე / ზემოდან მოჩანს; the moon peeped from behind the clouds მთვარემ ღრუბლებიდან გამოიხედა; the stars were beginning to peep ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ;
3. გამომჟღავნება (˂გამო˃მჟღავნდება), გამოვლენა (აგრ. to peep out); his doctrines peep out in his works მისი შეხედულებები მის შრომებში მჟღავნდება;
4. ამოსვლა (ამოვა), აღმოცენება; გაღივება, კვირტების / ყლორტების გამოღება; when the plants begin to peep როცა მცენარეები აღმოცენებას იწყებენ;
▭ to peep into საუბ. სადმე შევლა (შეივლის) / გავლა;
to peep out გამოჩენა (˂გამო˃აჩენს; ˂გამო˃ჩნდება), თავის გამოყოფა.