1. ბილიკი, საცალფეხო გზა; a concrete path ბეტონის ბილიკი; footworn path (მრავალი) ფეხის დადგმისაგან დატკეპნილი ბილიკი; mountain paths მთებში გაკვალული ბილიკები; the path led him to a small village ბილიკმა იგი პატარა სოფელში მიიყვანა;
2. 1) გზა (სვლისა, მოძრაობისა); devious paths შემოვლითი გზები; blind path ჩიხი; army burned and looted everything that lay in its path ჯარმა გზადაგზა ყველაფერი, რაც კი ხელში მოხვდა ერთიანად გადაბუგა და გაძარცვა; path of a cyclone მეტეორ. ციკლონის გზა;
2) სპეც. კურსი, გეზი, მიმართულება (ფრენისა); ტრაექტორია; flight path ა) ფრენის ტრაექტორია, ფრენის კურსი (რაკეტისა, თვითმფრინავისა); ბ) ფრენის მარშრუტი; glide path ავ. პლანირების გლისადა / ტრაექტორია (თვითმფრინავის ტრაექტორია აეროდრომზე დაშვებისას); path of a projectile სამხ. ჭურვის ტრაექტორია; path of a meteor მეტეორ. მეტეორის კვალი;
3) ფიზ. განარბენი (ნაწილაკისა);
3. გზა; საშუალება; ხერხი; she saw a college degree as a path to independence ქალს კოლეჯის დამთავრება დამოუკიდებლობის მოპოვების საშუალებად მიაჩნდა; a career path პროფესიული განვითარების გზა; the path to success გზა წარმატებისაკენ;
4. სპორტ. 1) სარბენი ბილიკი (
მძლეოსნობა);
2) წრიული ბილიკი (ტრეკისა, იპოდრომისა);
5. = pathway 2;
◇ to draw a red herring across the path ვინმესთვის ყურადღების სხვა რამეზე გადატანინება; ვისიმე განზრახ შეცდომაში შეყვანა; the primrose path წიგნ. ხორციელი / ბიწიერი ტკბობით აღსავსე ცხოვრება; ხორციელი სიამოვნების, სიმდიდრის და მისთ. ძიებაში განვლილი ცხოვრების გზა; to smooth the path ვისიმე / რისამე განვითარებისთვის / პროგრესისთვის ხელის შეწყობა; these negotiations are intended to smooth the path to a peace treaty ეს მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისათვის ხელშეწყობას / ნიადაგის მომზადებას ისახავს მიზნად.