![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
I
1. დამაკმაყოფილებელი შეფასება / ნიშანი; ჩათვლა; გამსვლელი ქულა (გამოცდაზე); she got a pass in French მან ფრანგულის გამოცდა ჩააბარა / ფრანგულში ჩააბარა გამოცდა; the pass mark is 50% გამსვლელი ქულა ორმოცდაათი პროცენტია; 2. 1) საშვი; show me your pass, please თუ შეიძლება წარმოადგინეთ თქვენი საშვი; boarding pass მგზავრის ჩასხდომის ბარათი (თვითმფრინავში ან გემში); 2) სამხ. ხანმოკლე შვებულების ბილეთი, ყაზარმიდან / ნაწილიდან გაშვების მოწმობა; 3) ამერ. სამხ. ხანმოკლე შვებულება; a soldier on a pass ხანმოკლე შვებულებაში მყოფი ჯარისკაცი; 3. სტადია, ეტაპი, საფეხური; in the first pass all the addresses are loaded into the database საწყის ეტაპზე ყველა მისამართი მონაცემთა ბაზაში შეგვყავს; on the second pass we eliminated all the candidates with less than a year's experience მეორე ეტაპზე ერთ წელზე ნაკლები სტაჟის მქონე ყველა კანდიდატი გამოვრიცხეთ; II 1. 1) პასი, ხელების მოძრაობა / მანიპულირება (მეფოკუსისა, ჰიპნოტიზიორისა და მისთ.); 2) ფოკუსი; to perform a pass ფოკუსის ჩვენება; 2. სპორტ. 1) პასი, გადაცემა; bounce pass ბურთის გადაცემა იატაკიდან ასხლეტით (კალათბურთი); cross pass განივი გადაცემა; criss-cross passes დიაგონალური / ჯვარედინი გადაცემები; forward [back] pass გადაცემა წინ [უკან]; long [short] passes გრძელი [მოკლე] პასები; to intercept a pass გადაცემის ჩაჭრა; to make a pass პასის გაკეთება / მიცემა, ბურთის და ა.შ. გადაწოდება [იხ. აგრ. 2)]; 2) შეტევა (ფარიკაობა); to make a pass სწრაფი შეტევის განხორციელება, ჩხვლეტის მიყენება [იხ. აგრ. 1)]; III 1. 1) ხეობა, ვიწრობი, დეფილე; უღელტეხილი, უნაგირა; the Pass of Thermopylae ისტ. თერმოპილეს ხეობა / გასასვლელი (რომელსაც სამასი სპარტელი იცავდა); wooded pass ტყიანი ხეობა; mountain pass უღელტეხილი; the height of the pass is ... უღელტეხილის სიმაღლეა ...; 2) სამხ. სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობა / სიმაღლე ან სიმაგრე / ფორტი (მთებში); the enemy had blocked all the passes through the mountains მოწინააღმდეგემ მთებში ყველა გასასვლელი ჩახერგა; he alone defended the pass of the bridge იგი მარტოდმარტო იცავდა ხიდისწინა სიმაგრეს; 2. 1) სანაოსნო არხი; ფარვატერი, სრუტე; 2) თევზსავალი; 3) იშვ. ფონი (მდინარისა); 3. ავ. ამა თუ იმ ადგილზე გასვლა / გადაფრენა, ამა თუ იმ ადგილთან მიახლოება (თვითმფრინავისა); we hit the tank on our second pass ტანკი მიზანზე მეორედ გასვლისას ავაფეთქეთ; the helicopter made several passes over the village before landing მიწაზე დაშვებამდე ვერტმფრენმა სოფელს რამდენჯერმე გადაუფრინა თავზე; |
||||
![]() |
![]() |
|||
| pasquinade | pass II |