I 
1. დამაკმაყოფილებელი შეფასება / ნიშანი; ჩათვლა; გამსვლელი ქულა (გამოცდაზე); she got a pass in French მან ფრანგულის გამოცდა ჩააბარა / ფრანგულში ჩააბარა გამოცდა; the pass mark is 50% გამსვლელი ქულა ორმოცდაათი პროცენტია; 
2. 1) საშვი; show me your pass, please თუ შეიძლება წარმოადგინეთ თქვენი საშვი; boarding pass მგზავრის ჩასხდომის ბარათი (თვითმფრინავში ან გემში);
2) სამხ. ხანმოკლე შვებულების ბილეთი, ყაზარმიდან / ნაწილიდან გაშვების მოწმობა;
3) ამერ. სამხ. ხანმოკლე შვებულება; a soldier on a pass ხანმოკლე შვებულებაში მყოფი ჯარისკაცი; 
3. სტადია, ეტაპი, საფეხური; in the first pass all the addresses are loaded into the database საწყის ეტაპზე ყველა მისამართი მონაცემთა ბაზაში შეგვყავს; on the second pass we eliminated all the candidates with less than a year's experience მეორე ეტაპზე ერთ წელზე ნაკლები სტაჟის მქონე ყველა კანდიდატი გამოვრიცხეთ; 
II 
1. 1) პასი, ხელების მოძრაობა / მანიპულირება (მეფოკუსისა, ჰიპნოტიზიორისა და მისთ.);
2) ფოკუსი; to perform a pass ფოკუსის ჩვენება; 
2. სპორტ. 1) პასი, გადაცემა; bounce pass ბურთის გადაცემა იატაკიდან ასხლეტით (კალათბურთი); cross pass განივი გადაცემა; criss-cross passes დიაგონალური / ჯვარედინი გადაცემები; forward [back] pass გადაცემა წინ [უკან]; long [short] passes გრძელი [მოკლე] პასები; to intercept a pass გადაცემის ჩაჭრა; to make a pass პასის გაკეთება / მიცემა, ბურთის და ა.შ. გადაწოდება [იხ. აგრ. 2)];
2) შეტევა (ფარიკაობა); to make a pass სწრაფი შეტევის განხორციელება, ჩხვლეტის მიყენება [იხ. აგრ. 1)]; 
III 
1. 1) ხეობა, ვიწრობი, დეფილე; უღელტეხილი, უნაგირა; the Pass of Thermopylae ისტ. თერმოპილეს ხეობა / გასასვლელი (რომელსაც სამასი სპარტელი იცავდა); wooded pass ტყიანი ხეობა; mountain pass უღელტეხილი; the height of the pass is ... უღელტეხილის სიმაღლეა ...;
2) სამხ. სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობა / სიმაღლე ან სიმაგრე / ფორტი (მთებში); the enemy had blocked all the passes through the mountains მოწინააღმდეგემ მთებში ყველა გასასვლელი ჩახერგა; he alone defended the pass of the bridge იგი მარტოდმარტო იცავდა ხიდისწინა სიმაგრეს; 
2. 1) სანაოსნო არხი; ფარვატერი, სრუტე;
2) თევზსავალი;
3) იშვ. ფონი (მდინარისა); 
3. ავ. ამა თუ იმ ადგილზე გასვლა / გადაფრენა, ამა თუ იმ ადგილთან მიახლოება (თვითმფრინავისა); we hit the tank on our second pass ტანკი მიზანზე მეორედ გასვლისას ავაფეთქეთ; the helicopter made several passes over the village before landing მიწაზე დაშვებამდე ვერტმფრენმა სოფელს რამდენჯერმე გადაუფრინა თავზე; 
 
			4. სამთ. 1) საცურებელი, მადანჩასაშვები;
2) ხალხის სასვლელი; 
5. მეტალ. გლინის კალიბრი ან ღარი; 
6. სამთ. ტოპოგრაფიული აგეგმვა; 
IV 
1. სპეც. გადასვლა (ერთი მდგომარეობიდან მეორეში); 
2. ბანქ. პასი (უარი თამაშზე მომდევნო დარიგებამდე); 
⌇ pass laws სამხრ.-აფრ. კანონები შავკანიანი მოსახლეობის სავალდებულო პასპორტიზაციის შესახებ (ანულირებულ იქნა 1986 წ.); 
◇ to come to a handsome / pretty / pass მოძვ. ხათაბალაში გაბმა; to make a pass at smb. საუბ. ვინმესთან გაარშიყება / ფლირტი (მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით); men seldom make passes at girls who wear glasses მამაკაცები სათვალეებიან გოგონებთან იშვიათად აბამენ ფლირტს / იწყებენ არშიყს.