1. კონკრეტული, კერძო; general detail კერძო განწესი; to opt for a particular candidate ორიდან ერთ-ერთი კანდიდატის არჩევა; why did you choose this particular subject? სწორედ ეს საგანი რატომ აირჩიე(თ)? 
2. განსაკუთრებული, საგანგებო; their grey hairs exact of us a particular respect მათ ჭაღარას განსაკუთრებულად უნდა ვცეთ პატივი; geology is his particular line გეოლოგია მისი განსაკუთრებული / საგანგებო ინტერესის საგანია; 
3. მეტისმეტად მომთხოვნი / კრიტიკული (გემოვნების და მისთ. საკითხებში); she's very particular about her clothes ქალი ტანსაცმლის შერჩევაში მეტისმეტად პრეტენზიულია; he is very particular about his food იგი წუნია / აზიზი მჭამელია; 
 
			4. : particular estate 
იურ. ქონება გასხვისების / მემკვიდრეობით გადაცემის შეზღუდული უფლებით; 
◇ in particular ა) განსაკუთრებით, განსაკუთრებულად; მეტადრე; it was a good concert – I enjoyed the last song in particular კარგი კონცერტი იყო – განსაკუთრებით ბოლო სიმღერა მომეწონა; ბ) კერძოდ, საკუთრივ; სახელდობრ; she directed the question at no one in particular ქალს საკუთრივ არავისთვის მიუმართავს შეკითხვით.