1. 1) ნაწილი, წილი; component part შემადგენელი ნაწილი; smb.'s part of the heritage ვისიმე მემკვიდრეობითი / სამკვიდრო წილი; part of the time დროის მონაკვეთი; a seventh part ერთი მეშვიდედი; (one) part per million (ერთი) მემილიონედი ნაწილი; parts of a fraction მათ. წილადის ნაწილები, მრიცხველი და მნიშვნელი;
2) მოძვ. დაჯგუფება, ფრაქცია;
2. მონაწილეობა, წილი (ამა თუ იმ საქმიანობაში და ა.შ.); ვალდებულება, მოვალეობა, საქმე; to bear a part in smth. რაიმეში მონაწილეობის მიღება; was it not a brother's part to go to a sister in affliction? განა ძმა ვალდებული არ იყო, რომ დას გაჭირვებისას მხარში ამოსდგომოდა?
3. 1) ნაწილი, ნაკვეთი (წიგნისა); ტომი, ცალკე წიგნი (ამა თუ იმ ნაწარმოებისა); the chapters that comprise part one წიგნის პირველ ნაწილში შესული კარები / თავები; to issue parts of a dictionary ლექსიკონის ცალკეული ნაკვეთების გამოცემა;
2) ცალკე სერია (სატელევიზიო სერიალისა);
4. ჩვეულ. pl სხეულის ნაწილი / ორგანო; the inner parts of a human body ადამიანის სხეულის შინაგანი ორგანოები; (private / privy / ) parts
ევფ. სასქესო ორგანოები;
5. 1) თეატრ. როლი; to act the part of the Ghost in "Hamlet" "ჰამლეტში" აჩრდილის როლის თამაში; the performance flopped because the actors didn't know their parts well წარმოდგენა ჩავარდა, რადგანაც მსახიობებმა როლები კარგად არ იცოდნენ;
2) გადატ. როლი, მნიშვნელობა; წვლილი, დამსახურება; the part he played in the matter remains obscure მისი როლი ამ საქმეში კვლავ გაურკვეველი / ბნელით მოცული რჩება; she played a huge part in her daughter's success დედამ თავისი ქალიშვილის წარმატებაში უდიდესი როლი შეასრულა;
6. 1) მხარე; the second cousin on the part of the father მამის მხრიდან მეორე ბიძაშვილი; there was no objection on the part of the author ავტორს საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს;
2) მხარე, ასპექტი; the ceremonial part of worship რელიგიის გარეგნული / რიტუალური მხარე; all comparisons halt in some part ყოველი შედარება რაიმე თვალსაზრისით მოიკოჭლებს ხოლმე;
3) იურ. მხარე (პროცესზე, ხელშეკრულებისა და ა.შ.); contending parties მოდავე / მოცილე მხარეები; contracting parties ხელშეკრულების დამდები მხარეები;
7. ჩვეულ. pl მხარე, ადგილი, კუთხე, რაიონი; these plants are collected from various parts of the globe ეს მცენარეები დედამიწის სხვადასხვა კუთხეშია შეგროვებული; the interior parts of the country ქვეყნის სიღრმეში მდებარე რაიონები; I'm a foreigner in these parts ამ მხარეში მე უცხო ვარ / არავინ მიცნობს;
8. ამერ. თმის გაყოფის ხაზი;
9. გრამ. ნაწილი; ფორმა; part of speech მეტყველების ნაწილი; principal parts of a verb ზმნის ძირითადი ფორმები;
10. ტექ. დეტალი, ნაწილი; spare parts სათადარიგო ნაწილები;
11. მუს. პარტია; ხმა (ანსამბლში); orchestral part ორკესტრის პარტია; the tenor part ტენორის პარტია;
12. არქიტ. მოდულის ¹/30 ნაწილი;
⌇ part catalogue სათადარიგო ნაწილების კატალოგი;
◇ the best / better / part of smth. რისამე მეტი ნაწილი, უმეტესობა; the best part of an hour თითქმის ერთი საათი; I haven't been there for the better part of twenty years კარგა ოცი წელიწადი იქნება, რაც იქ არ ვყოფილვარ; for the most part ძირითადად, მეტწილად, მთლიანობაში; the contributors are, for the most part, professional researchers თანამშრომლები, ძირითადად, პროფესიონალი მკვლევრები არიან; for my [your] part რაც შემეხება მე, პირადად მე, ჩემდათავად [რაც შეგეხება შენ, პირადად შენ, შენდა თავად]; for my part I have no objections რაც შემეხება მე / ჩემდათავად, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს; to have a part to play (in smth.) (რამეში) წვლილის შეტანა; (რაიმესთვის) ხელის შეწყობა; we all have a part to play in the fight against crime ყველა ჩვენგანმა უნდა შეიტანოს წვლილი დანაშაულთან ბრძოლის საქმეში; to have / to play / a part (in smth.) (რაიმეში) მონაწილეობა / მონაწილეობის მიღება; she plays an active part in local politics იგი აქტიურადაა ჩართული ადგილობრივ პოლიტიკურ საქმიანობაში; to have / to play, to take, to want / no part in / of / smth. რაიმეში მონაწილეობაზე უარის თქმა; I want no part of this sordid business არანაირი სურვილი არ მაქვს ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობა მივიღო, ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობის მიღება არ მსურს; in part ნაწილობრივ, გარკვეულწილად; her success was due in part to luck ქალის წარმატება გარკვეულწილად იღბალმაც განაპირობა; to look / to dress / the part ʘ საკუთარი მდგომარეობისთვის / თანამდებობისთვის და ა.შ. შესაფერისი ჩანს, საკუთარი მდგომარეობის / თანამდებობის და ა.შ. შესაფერისად გამოიყურება; a man [a woman] of (many) parts მრავალმხრივი / მრავალმხრივ განათლებული კაცი [ქალი]; on the part of smb. / on smb.'s part / ვინმეს მხრივ; it was an error on my part ჩემი მხრივ, ეს შეცდომა იყო; part and parcel of smth. რისამე ძირითადი შემადგენელი / განუყოფელი ნაწილი; keeping the accounts is part and parcel of my job საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება ჩემი სამსახურის განუყოფელ ნაწილს შეადგენს; to become part of the furniture რისამე განუყოფელ ნაწილად ქცევა; I worked there so long that I became part of the furniture იმდენი ხანია, რაც იქ ვმუშაობ, რომ უკვე იქაურობის განუყოფელ ნაწილად ვიქეცი; to take smth. in good part მოძვ. ʘ რაიმეს არ იწყენს, რაიმე არ ეწყინება; კარგად მიიღებს (ხუმრობას და ა.შ.); he took my advice in good part მან ჩემი რჩევა არ იწყინა / კარგად მიიღო; to take part (in smth.) (რაიმეში) მონაწილეობის მიღება; to be indisposed to take part in smth. ʘ განწყობილი არ არის რაიმეში მონაწილეობის მისაღებად, რაიმეში მონაწილეობის მიღების სურვილი არა აქვს; to take smb.'s part ვისიმე მხარის დაჭერა; he is irresolute whose part to take ვერ გადაუწყვეტია, ვისი მხარე დაიჭიროს; the ninth part of a man ხუმრ. მკერავი, თერძი; discretion is the better part of valour ≅ სიფრთხილე სიმამაცეს ამშვენებს, სიფრთხილეს თავი არ სტკივა (ხშ. სიმხდალის ხუმრობით გასამართლებლად).