1. 1) ბარგის და ა.შ. ჩალაგება (˂ჩა˃ალაგებს); I haven't packed my suitcase yet ჩემოდანი ჯერ არ ჩამილაგებია;
2) შეფუთვა (˂შე˃ფუთავს), შეკვრა; რაიმეში ჩაწყობა, ჩალაგება; to pack furniture ავეჯის შეფუთვა;
3) ფუთად / ბოხჩად შეკვრა (˂შე˃კრავს), ფუთებში / ბოხჩებში ჩაწყობა;
2. ხორცის, ხილის და ა.შ. დაკონსერვება (˂და˃აკონსერვებს);
3. გავსება (˂გა˃ავსებს), ავსება; გატენა, გაჭედვა; the audience packed the theatre თეატრი მაყურებლებით გაივსო / გაიჭედა; passengers packed the carriage ვაგონი მგზავრებით გაივსო; the book packed with facts წიგნი, რომელშიც უამრავი ფაქტია მოყვანილი;
4. (
აგრ. pack up) გავსება (
˂გა
˃ივსება), ავსება; გაჭედვა; people were packed up like sardines
ʘ დიდი ჭედვა იყო;
≅ ნემსი არ ჩავარდებოდა;
5. პირუტყვის საპალნით დატვირთვა (˂და˃ტვირთავს), დასაპალნება;
6. საუბ. ტარება (ატარებს); ʘ თან დააქვს; to pack a gun იარაღის ტარება;
7. კარტის დასტად მოგროვება (˂მო˃აგროვებს);
8. ხროვად / გუნდად შეკრება (˂შე˃იკრიბება) ითქმის ცხოველების, ფრინველების და ა.შ. შესახებ;
9. 1) დატკეპნა (˂და˃ტკეპნის); შემჭიდროება; გამკვრივება; ice was closely packed ყინული შემჭიდროებული იყო;
2) დატკეპნა (˂და˃იტკეპნება); შემჭიდროება, გამკვრივება; sand packs and becomes hard ქვიშა იტკეპნება და მყარდება;
3) სამთ. მადნის დალექვა (˂და˃ლექავს) ბადიაზე უროს ცემით (გრავიტაციული გამდიდრებისას);
10. დაგმანვა (˂და˃გმანავს), ჩაჩურთვა; to pack a leaking joint მჟონავი კილოს დაგმანვა;
11. მედ. ტამპონის გაკეთება (˂გა˃უკეთებს) / ჩადება, დატამპონება;
12. 1) მჭიდროდ შეხვევა (˂შე˃ახვევს) / შეფუთვა; to pack a joint of a water-pipe წყალსადენი მილის მუხლზე რისამე დახვევა / შემოჭერა; 2) მედ. სხეულის ან მისი ნაწილის სველ ზეწარში და მისთ. შეფუთვა (˂შე˃ფუთავს) / შეხვევა;
13. სამთ. ამოვსება (˂ამო˃ავსებს); ამოყორვა;
14. კომპ. მონაცემების შეკუმშვა (˂შე˃კუმშავს), კომპრესირება;
▭ to pack off საუბ. 1) ვისიმე სადმე გაგზავნა (˂გა˃გზავნის) / გაშვება / გასტუმრება; they packed the children off to bed მათ ბავშვები დასაძინებლად გაისტუმრეს;
2) გაგდება (˂გა˃აგდებს);
to pack up საუბ. 1) გაფუჭება (˂გა˃ფუჭდება); მწყობრიდან გამოსვლა; the fax machine has packed up again ფაქსის აპარატი ისევ გაფუჭდა;
2) მუშაობის შეწყვეტა (˂შე˃წყვეტს); he decided to pack up for the day მან გადაწყვიტა, იმ დღეს მეტი აღარ ემუშავა;
◇ to pack one's bags საუბ. გუდა-ნაბდის აკვრა; to pack on all sail ზღვ. სრული სვლით ცურვა, მთელი სისწრაფით სვლა; to pack a (hard) punch საუბ. ა) სამხ. მძლავრი შეიარაღების ფლობა; ბ) ʘ ძლიერი დარტყმა აქვს (განსაკ. ითქმის მოკრივის შესახებ); გ) დიდი შთაბეჭდილების მოხდენა; გაოგნება; დ) ʘ დამაჯერებელი / შთამბეჭდავი საუბარი იცის, სიტყვა მოსდევს.