(
overlaid)
1. გადაფარება (˂გადა˃აფარებს); (რისამე) რაიმეზე დადება (აგრ. გადატ.); his ordinarily cheerful face was overlaid with gloom მისი ჩვეულებრივ მხიარული სახე სევდას დაეფარა; the place was overlaid with memories of his childhood ამ ადგილმა მას ბავშვობის მოგონებები გაუღვივა / გაუცხოველა;
2. რისამე ფენით და მისთ. დაფარვა (˂და˃ფარავს) / მოპირკეთება (ზედაპირისა); the dome is overlaid with gold ეკლესიის გუმბათი ოქროს ფურცლითაა მოპირკეთებული; it's overlaid with mud ʘ ტალახითაა დაფარული, ტალახშია ამოსვრილი;
3. არქ. დამძიმება (˂და˃ამძიმებს), მძიმე ტვირთად დაწოლა; to be overlaid by responsibilities ʘ პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთი აწევს;