1. მიუთითებს 1) რისამე ზემოთ მდებარეობას ან მოძრაობას: ზემოთ, ზევით, -ზე, -ზედ, თავზე; a sign over the entrance ფირნიში შესასვლელის თავზე; heavy fog hung over the city ქალაქის თავზე სქელი ნისლი ჩამოწოლილიყო; a flight over the ocean ოკეანეზე გადაფრენა; birds flew over the lake ჩიტებმა ტბას გადაუფრინეს;
2) მდებარეობას რისამე ზედაპირზე / თავზე და მის მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვას: -ზე; his hat was pulled low over his eyes ქუდი თვალებზე ჰქონდა ჩამოფხატული; his hand was over his heart ხელი გულზე ედო; her hand closed over his ქალმა მას ხელზე ხელი მოუჭირა;
3) რისამე განივ / გარდიგარდმო მდებარეობას: -ზე; a bridge over a river მდინარეზე გადებული ხიდი; he had a towel over his shoulder მხარზე პირსახოცი ჰქონდა გადაკიდებული;
4) ადგილმდებარეობას რისამე მეორე მხარეს: იქით, გაღმა, გადაღმა; over the river მდინარის გაღმა / იქითა მხარეს; over (the) sea ა) ზღვის იქით, ზღვის გადაღმა; ბ) ქვეყნის საზღვრებს გარეთ, საზღვარგარეთ; a city over the border ქალაქი საზღვრის იქითა / მეორე მხარეს; we heard voices over the wall კედლის იქით / მიღმა ხმები მოგვესმა;
5) რაიმესთან ახლო მდებარეობას: -თან, ახლოს, მახლობლად; to sit over the fire ცეცხლთან / კოცონთან ჯდომა;
6) ტანსაცმლის ჩაცმას, შალითის გადაკვრას / ჩამოცმას და მისთ.: -ზე; to throw a sheet over the bed საწოლზე ზეწრის გადაფარება; to spread a cloth over the table მაგიდაზე სუფრის გადაფარება; she put an apron over her dress კაბაზე წინსაფარი გაიკეთა;
7) მოძრაობას (რისამე გავლით / გადალახვით) მეორე მხარეს მდებარე ადგილისაკენ: -ზე; to leap over smth. რაიმეზე გადახტომა; to help smb. over the road ვინმეს დახმარება ქუჩაზე გადასვლაში; to go over the bridge ხიდზე გავლა / გადასვლა;
8) მოძრაობას ან გავრცელებას განსაზღვრული ან სხვადასხვა მიმართულებით: -ზე, -ში (ხშ. all over); he travelled over Europe მთელს ევროპაში იმოგზაურა; a walk over the hills გასეირნება მთებში; all over the north of England მთელს ჩრდილოეთ ინგლისში; all the world over მთელს ქვეყანაში / მსოფლიოში; to motor over a new route ახალ გზაზე ავტომანქანით მგზავრობა; it snowed all over the valley მთელს ხეობაში თოვდა; a smile stole over his face სახეზე ღიმილმა გადაურბინა; winter settled over the mountains მთებში ზამთარი დადგა;
9) რისამე ზედაპირის შეხებას: -ზე; he ran his hand over the machine მან მანქანას ხელი გადაუსვა; he rubbed his hand over his cheek მან ლოყაზე ხელი გაისვა; his hands moved over the papers on the table მაგიდაზე ქაღალდები გადაქექა;
2. მიუთითებს 1) მოქმედების მიმდინარეობის ხანგრძლივობას: განმავლობაში, მანძილზე, -ში; over a long term of years მრავალი წლის განმავლობაში / მანძილზე; the patient improved over the last two days ბოლო ორი დღის განმავლობაში ავადმყოფი მომჯობინდა / უკეთ გახდა; can you stay over the week-end? შეგიძლიათ დარჩეთ ორშაბათამდე?
2) მოქმედების მიმდინარეობას ამა თუ იმ საქმიანობის პროცესში: დროს, -ისას; he fell asleep over his work მუშაობისას ჩაეძინა; we'll discuss it over our dinner ამაზე სადილზე ვიმსჯელებთ;
3. მიუთითებს განსაზღვრულ რაოდენობაზე / რიცხვზე / დონეზე მეტს: უფრო მეტი, ვიდრე ...; over a mile ერთ მილზე მეტი; over fifty million ორმოცდაათ მილიონზე მეტი; over his knees in water წყალში მუხლებს ზემოთ; over the legal limit დასაშვებ ზღვარზე მეტი; he is over twenty ის ოც წელზე მეტი ხნისაა; he spoke over an hour საათზე მეტს ლაპარაკობდა;
4. მიუთითებს 1)
ვინმესთან ან რაიმესთან შედარებით უპირატესობას / ბატონობას / უფრო მეტ ძალაუფლებას: -ზე; superiority over smb. უპირატესობა ვინმესთან შედარებით; an advantage over smb. უპირატესობა ვინმეზე; to triumph over smth. რისამე დამარცხება / განადგურება; რაიმეში წარმატების მიღწევა; to rule over smth. რისამე მართვა;
ʘ რაიმეს განაგებს / აკონტროლებს; she has no control over her temper თავის შეკავება არ შეუძლია, თავს ვერ ერევა;
2) უფრო მაღალ რანგს / თანამდებობრივ მდგომარეობას: უფრო მაღლა; a colonel is over a lieutenant კოლონელი / პოლკოვნიკი წოდებით ლეიტენანტზე მაღლა დგას; I don't want anyone over me, telling me what to do არ მსურს ვინმე, თანამდებობრივად ჩემზე მაღლა მდგომი, მასწავლიდეს, რა გავაკეთო; he is over me in the office სამსახურში ჩემზე მაღალი თანამდებობა უჭირავს;
5. მიუთითებს 1) ღელვის, ინტერესის, განხილვის და მისთ. ობიექტს: -ზე, თაობაზე, შესახებ; a dispute over smth. რაიმეზე / რაიმეს შესახებ კამათი; to quarrel over a matter წაჩხუბება რისამე / რაიმე საკითხის გამო; to think over smth. რისამე მოფიქრება / აწონ-დაწონა; to laugh over smth. რაიმეზე სიცილი; there was disagreement over the agenda დღის წესრიგის განხილვისას უთანხმოებამ იჩინა თავი; don't concern yourself over the expenses ხარჯებზე ნუ ღელავთ; he is worried over his health საკუთარ ჯანმრთელობაზე ღელავს / ნერვიულობს;
2) რისამე შესწავლას, შემოწმებას ან განხილვას – ხშ. გადმოიცემა ზმნისწინით გადა-; to go over smb'.s notes ვისიმე შენიშვნების ყურადღებით გადათვალიერება / გადაკითხვა; to go over the details ყველა წვრილმანის გახსენება / გონებაში აღდგენა;
6. მიუთითებს სიძნელეების, დაბრკოლების და ა.შ. გადალახვას: to get over difficulties სიძნელეების დაძლევა / გადალახვა, სიძნელეებისთვის თავის გართმევა; I got over my cold quickly გაცივება / სურდო მალე მოვიცილე; we're over the worst ყველაზე უარესი დავძლიეთ / უკან მოვიტოვეთ;
7. მიუთითებს გადაადგილების / გადაგზავნის / გადაცემის საშუალებებს: -ით; over the air ჰაერით; over the radio რადიოთი; over the telephone ტელეფონით;
8. მიუთითებს პირს, რომელიც ემოციური ზეგავლენის / ზემოქმედების ობიექტს წარმოადგენს: depression crept over him სევდამ / უგუნებობამ მოიცვა / დარია ხელი; a feeling of relief came over him შვება იგრძნო; a change came over him იგი შეიცვალა; what has come over you? საუბ. რა გეტაკა? რა გეცა?
◇ it is over my head ეს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება; over head and ears, head over ears რაიმეში სრულად ჩაფლული / ჩაძირული [შდრ. აგრ. head¹ I ◇]; head over heels [იხ. head¹ I ◇]; over the left სლ. სწორედ რომ პირიქით, ნათქვამის საპირისპიროდ; it will suit you perfectly well. — Over the left ეს თქვენ ძალიან მოგიხდებათ. — სულაც არა! პირიქით! over the signature of smb., over smb.'s signature ვისიმე ხელმოწერით; სხვა შესიტყვებები იხ. შესაბამისი სიტყვების სიტყვა-სტატიებში.