მიუთითებს
1. 1) რისამე ზემოთ მდებარეობას ან მოძრაობას: ზემოთ, მაღლა; ზევით, ზევითკენ; the balloon was directly over საჰაერო ბურთი ჩვენს თავს ზემოთ ეკიდა; to hang over ʘ რისამე ზემოთ / თავზე კიდია;
2) მოძრაობას ერთი პუნქტიდან მეორეში, მათ შორის მდებარე სივრცის, დაბრკოლების და ა.შ. გავლით / გადალახვით – ხშ. გადმოიცემა ზმნისწინით გადა-; to jump over გადახტომა; to step over გადაბიჯება, გადალაჯება; to climb over into the garden ბაღში გადაძრომა;
3) მდგომარეობის შეცვლას, გადაბრუნებას, ვერტიკალური მდგომარეობიდან ჰორიზონტალურში გადასვლას და მისთ. – ხშ. გადმოიცემა ზმნისწინით გადა-; to roll over გადაგორება; to turn smth. over რისამე მეორე მხარეზე გადაბრუნება; please, turn over იხილე უკანა მხარეზე (წარწერა); turn over your side გვერდზე გადაბრუნდით; the car almost swung over მანქანა კინაღამ გადაბრუნდა / ამოტრიალდა; to knock smb. over ვისიმე წაქცევა / ძირს დაცემა; he stooped over to lace his shoes დაიხარა, რათა ფეხსაცმლის თასმები შეებნია;
4) საპირისპირო მხარეზე გადასვლას, პოზიციის შეცვლას – ხშ. გადმოიცემა ზმნისწინით გადა-; to go over to the enemy მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლა; they went over to a five-day week ხუთდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდნენ; over რად. გადავდივარ მიღებაზე! გისმენ! (ლაპარაკის დამთავრებისას ეთერის მეორე მოსაუბრისთვის დათმობის ნიშანი);
5) ამა თუ იმ ადგილთან ან პირთან მიახლოებას, რაიმესკენ გადაადგილებას და ა.შ.: he led her over the window მან ის ფანჯარასთან მიიყვანა; send her over to me ჩემთან გამოგზავნე(თ); he went over to the railing მოაჯირთან მივიდა; to go over to see smb. საუბ. ვინმესთან შევლა, ვისიმე მონახულება; we have guests coming over this evening ამ საღამოს სტუმრები გვეყოლება; to go over to the store მაღაზიაში საყიდლებზე წასვლა; take these letters over to the post office ეს წერილები ფოსტაში წაიღე(თ); ask him over მოიპატიჟე, სტუმრად მოიწვიე;
6) მდებარეობას ამა თუ იმ მხარეს: over here აქ; over there ა) აი იქ; there's good spot over there იქ კარგი ადგილია; ბ) ამერ. იქ, ევროპაში (და არა ამერიკაში); over by the hill იქ, გორაკს გადაღმა;
2. განმეორებას: ხელახლა, კვლავ, ისევ, ერთხელ კიდევ; he read the article twice over მან ხელახლა / კიდევ ერთხელ წაიკითხა სტატია; to do smth. over რისამე გადაკეთება / ხელმეორედ გაკეთება; he plans to do it over (again) ის (კვლავ) აპირებს ამის გადაკეთებას;
3. 1) მოქმედების საგულდაგულოდ წარმოებას ან ბოლომდე მიყვანას – ხშ. გადმოიცემა ზმნისწინით გადა-; to think smth. over რისამე გულდასმით მოფიქრება / აწონ-დაწონა; to talk over რისამე დაწვრილებით განხილვა; to check over რისამე გულდასმით შემოწმება / გადამოწმება; to read a newspaper over გაზეთის წაკითხვა პირველიდან ბოლო გვერდის ჩათვლით; she counted the money over ქალმა ფული გადაითვალა; to look over გადათვალიერება / გადახედვა; შემოწმება, გულდასმით შესწავლა; may I look the house over? შეიძლება სახლი დავათვალიერო? dig the ground over well before planting the flowers ყვავილების ჩარგვამდე მიწა კარგად გადაბარეთ;
2) რისამე დამთავრებას: the lesson [the concert] is over გაკვეთილი [კონცერტი] დამთავრდა / დასრულდა; the war was over ომი დამთავრებული იყო; the incident is over ინციდენტი ამოწურულია;
4. დაუმთავრებლობას, მოუგვარებლობას: to lay over
ამერ. საუბ. გადადება,
რისამე ვადის გადაწევა; let's hold it over until the next meeting მოდი, ეს შემდეგი კრებისათვის გადავდოთ; to hold over a decision გადაწყვეტილების მიღების გადადება / გადავადება;
5. მოქმედების მთელს ზედაპირზე, მთელს ტერიტორიაზე გავრცელებას (ხშ. all over): they searched the town over მთელ ქალაქში ეძებდნენ; to be all over in dust [in mud] ʘ თავიდან ფეხებამდე მტვერშია [ტალახშია] ამოსვრილი / ამოგანგლული; a dress covered over with jewels ძვირფასი ქვებით ერთიანად მოოჭვილი / შემკული კაბა; her face became red all over სახე სულ მთლად წამოუწითლდა / აელეწა; his eyes filmed over თვალებზე ბინდი გადაეკრა, თვალები მთლად დაენისლა; he ached all over მთელი სხეული სტკიოდა;
6. მოქმედების მიმდინარეობის ხანგრძლივობას დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ან მის დასრულებამდე: please stay over until Monday თუ შეიძლება, დარჩი(თ) ორშაბათამდე;
7. რისამე ერთი პირისაგან მეორე პირისათვის გადაცემას / ჩაბარებას – ხშ. გადმოიცემა ზმნისწინით გადა-; to hand smth. over to smb. ვინმესთვის რისამე გადაცემა; to take over a job from smb. ვინმეს მიერ დაწყებული სამუშაოს გაგრძელება; he willed the house over to his son სახლი თავის ვაჟს უანდერძა; to get one's point over to smb. საუბ. ვინმესთვის რისამე ახსნა / გაგებინება;
8. 1) გარკვეულ რაოდენობაზე ან ნორმაზე მეტს / ზედმეტს: დამატებით, ამას გარდა, კიდევ; boys of twelve years and over თორმეტი წლისა და უფრო მეტი ხნის / ასაკის ბიჭები; I've got one card over ერთი ზედმეტი ბარათი დამრჩა; you will keep what is left over რაც დარჩა, თქვენ დაიტოვეთ (ითქმის ხურდის და მისთ. შესახებ); nineteen divided by five makes three, and four over ცხრამეტის ხუთზე გაყოფისას მივიღებთ სამს და ნაშთში ოთხს; they were gone three hours or over სამი საათია და მეტიც, აქ რომ აღარ არიან;
2) ნორმას / ზღვარს გადაცილებას, ამა თუ იმ თვისების უმაღლეს ხარისხს: ზედმეტად, მეტისმეტად, უზომოდ; he is over polite უაღრესად თავაზიანი / ზრდილობიანი ადამიანია; he is over tired გადაიღალა; do not be over shy ნუ იქნებით მეტისმეტად მორცხვი;
9. დიამეტრულ ან განივ ზომას: -ში, -ის; a board [a tree] a foot over ერთი ფუტი სიგანის ფიცარი [დიამეტრის ხე];
10. არსებ. მნიშვნ. 1) ზედმეტი / ჭარბი რაოდენობა;
2) ფასზე დამატება; დამატებითი გადასახადი;
3) უპირატ. pl) სამხ. საუბ. მიზანს გადაცილებული გასროლა ან ჭურვი და მისთ.; გადაცილება;
4) რად. ეთერის მეორე მოსაუბრისთვის დათმობა, მიღების რეჟიმში გადასვლა;
5) ბოულერის მიერ ზედიზედ ექვსი (იშვ. რვა) ბურთის ჩაწოდება (კრიკეტი);
11. შესიტყვებებში: over against ა) პირდაპირ, მოპირდაპირე მხარეს, პირისპირ; Dover is over against Calais დუვრი კალეს პირდაპირ მდებარეობს; ბ) იშვ. შედარებით; განსხვავებით, საპირისპიროდ; to set truth over against falsehood სიმართლის სიცრუესთან დაპირისპირება;
◇ that's you all over საუბ. ეს იმდენად დამახასიათებელია / ტიპურია თქვენთვის; over (and done) with დამთავრებული, დასრულებული (ითქმის არასასიამოვნო მოვლენის შესახებ); it is all over with him საუბ. მისი საქმე წასულია, მას ბოლო მოეღო; over and above ა) ამასთანავე, ამას გარდა, დამატებით, აგრეთვე, თანაც; over and above, he is younger than you ამასთანავე / თანაც, ის თქვენზე ახალგაზრდაა; ბ) საუბ. მეტად, მეტისმეტად; it is not done over and above well არცთუ ისე კარგადაა გაკეთებული; (all) over again კვლავ, კიდევ ერთხელ; I had to do it over again კიდევ ერთხელ / თავიდან მომიხდა ამის გაკეთება; over and over (again) ბევრჯერ, განმეორებით, კვლავ და კვლავ; he said the same thing over and over (again) სულ / განუწყვეტლივ ერთსა და იმავეს იმეორებდა; to turn smth. over in one's mind რაიმეზე გულდასმით ფიქრი, რისამე კარგად აწონ-დაწონა; სხვა შესიტყვებები იხ. შესაბამისი სიტყვების სიტყვა-სტატიებში.