(
იხმ. მხოლოდ ატრიბუტულად; შდრ. ours)
1. 1) ჩვენი; ჩვენ რომ გვეკუთვნის; this is our house ეს ჩვენი სახლია; in our midst ჩვენ შორის; furniture of our own make ჩვენი საკუთარი წარმოების ავეჯი;
2) ჩვენი (საგაზეთო სტატიაში, სამეცნიერო შრომაში და ა.შ. პირველი პირის სახელით გაკეთებულ გამონათქვამებში); in our opinion it is a worthless book ჩვენი აზრით, ამ წიგნს არავითარი ღირებულება არ გააჩნია;
3) ჩვენი (განზოგადებული მსჯელობისას); we sometimes do not know our own mind ზოგჯერ ჩვენ თვითონ არ ვიცით, რა გვინდა;
2. განსაზღვრული არტიკლის მნიშვნ. : we raised our hands and stood motionless ხელები ავწიეთ და გაუნძრევლად ვიდექით; we bumped our heads ერთმანეთს თავებით შევეხეთქეთ;
3. ზედს. მნიშვნ. ჩვენთვის განკუთვნილი, ჩვენთვის საჭირო და ა.შ.; we know our grammar ჩვენთვის საკმარისი / ჩვენი სამყოფი გრამატიკა ვიცით;
◇ Our Father ა) მამაზეციერი, ღმერთი, შემოქმედი, გამჩენი; ბ) ლოცვა უფლისა, "მამაო ჩვენო"; Our Lady ქალწული მარიამი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი; Our Saviour მაცხოვარი, იესო ქრისტე.