1. სხვანაირად, სხვაგვარად, სხვარიგად; this must be done quite otherwise ეს სულ სხვანაირად / სხვაგვარად უნდა გაკეთდეს; he could do it no otherwise სხვანაირად ამას ვერ გააკეთებდა; they don't influence him any otherwise than by example მხოლოდ მაგალითის ძალით / ჩვენებით თუ ახდენენ მასზე გავლენას; I am otherwise engaged / occupied / არა მცალია, სხვა რამით ვარ დაკავებული;
2. სხვა მხრივ, სხვა თვალსაზრისით; the rent is high, but otherwise the house is satisfactory ბინის ქირაა მაღალი, სხვა მხრივ სახლი არ დაიწუნება / სავსებით დამაკმაყოფილებელია;
3. თუ არადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თორემ; go at once, otherwise you will miss the train ახლავე / დროზე წადი, თორემ მატარებელზე დაგაგვიანდება;
4. ზედს. მნიშვნ. საპირისპირო, საწინააღმდეგო; სხვა, სხვანაირი,
სხვადასხვა ვითარებაში განსხვავებული; their political enemies were also their otherwise friends მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები
ცხოვრებაში / პირად ურთიერთობებში მათივე მეგობრები იყვნენ;
◇ or / and / otherwise და / ან პირიქით; the merits or otherwise of the plan გეგმის დადებითი და ნაკლოვანი მხარეები.