1. აკავშირებს ორ ან მეტ წინადადებას ან წინადადების ერთგვაროვან წევრებს, მიუთითებს 1) ორი შესაძლებლობიდან ერთის არჩევას ან; თუ; tomorrow or on Sunday ხვალ ან კვირას; open or shut გაღებული ან დახურული / დაკეტილი; shall you be there or not? იქნები(თ) იქ თუ არა?
2) არჩევანს ჩამოთვლისას თუ; black, (or) white, or grey შავი, თეთრი თუ ნაცრისფერი; apple, (or) pear, or plum ვაშლი, მსხალი თუ ქლიავი;
3) გაურკვევლობას ან უზუსტობას ან; one or two ერთი ან ორი; four or five miles ოთხი ან ხუთი მილი; a day or two ერთი-ორი დღე;
2. = or else; don't move or I'll shoot! არ გაინძრე, თორემ გესვრი!
3. აკავშირებს წინადადების ორ ერთგვაროვან წევრს (უარყოფით წინადადებებში ან წინადადებებში უარყოფითი მნიშვნელობით) არც … არც; უ-; he has not left the key here or at home გასაღები არც აქ დაუტოვებია და არც სახლში; he came without luggage or money უფულოდ და უბარგოდ ჩამოვიდა;
4. აკავშირებს წინადადების ორ ერთგვაროვან წევრს, რომელთაგანაც მეორე განმარტავს პირველს ან, ანუ, სხვაგვარად / სხვანაირად რომ ვთქვათ; an English pound, or hundred pence ინგლისური გირვანქა სტერლინგი ან / სხვანაირად რომ ვთქვათ, ასი პენსი; botany, or the science of plants ბოტანიკა, ანუ მეცნიერება მცენარეთა შესახებ;
5. გამოიყენება ადრე ნათქვამის შესასწორებლად ან დასაზუსტებლად უფრო სწორად; his autobiography, or rather memoirs, is ready for publication მისი ავტობიოგრაფია, უფრო სწორად მემუარები, მზადაა გამოსაცემად;
6. შესიტყვებებში 1) გვხვდება კორელაციურ კავშირებთან ერთად [იხ. either … or, or … or, whether … or];
2) : or so დაახლოებით, მიახლოებით, თითქმის; he is twenty or so დაახლოებით ოცი წლისაა; it will cost you thousand pounds or so დაახლოებით ათასი გირვანქა სტერლინგი დაგიჯდებათ; in a month or so ასე / დაახლოებით ერთ თვეში; I expect to stay in London a day or so ვფიქრობ, ერთ-ორ დღეს გავჩერდები ლონდონში.