1. რღვეული, ხვრელი; ღრეჩო, ნახვრეტი; an opening in a wall [in a fence] რღვეული / ხვრელი კედელში [ღობეში];
2. 1) კლდეკარი, გასასვლელი (კლდეებში, მთებში);
2) ყურე, უბე (ზღვისა);
3. რისამე დასაწყისი; რისამე შესავალი ნაწილი; the opening of a speech [of a meeting] სიტყვის [კრების] შესავალი ნაწილი; the opening of a career კარიერის დასაწყისი;
4. 1) გახსნა (
გამოფენისა, კონფერენციისა და ა.შ.);
2) ამერ. თეატრ. სეზონის გახსნა; პირველი წარმოდგენა, პრემიერა; before the opening there had been two dress rehearsals სპექტაკლის პრემიერამდე ორი გენერალური რეპეტიცია გაიმართა;
3) კინ. ფილმის პირველი ჩვენება / პრემიერა; ეკრანებზე გამოშვება;
5. ხელსაყრელი გარემოება; მარჯვე შესაძლებლობა, შანსი; good openings for trade [business] ხელშემწყობი პირობები ვაჭრობისათვის [ბიზნესისათვის]; he never gave us an opening to bring up the subject მან არც ერთხელ არ მოგვცა ამ თემაზე დალაპარაკების საშუალება;
6. ვაკანსია; an opening in a bank ვაკანტური ადგილი ბანკში; the first opening we get we'll call you როგორც კი თავისუფალი ადგილი გამოჩნდება, მაშინვე დაგირეკავთ;
7. ამერ. განაკაფი ზოლი (ტყეში); ველობი, ტყის მინდორი;
8. იურ. დამცველის წინასწარი განცხადება (მის მიერ მტკიცებულებათა წარდგენამდე);
9. სპეც. ხახა (ქანჩის გასაღებისა, სამსხვრეველასი); გაშლილობა (ფარგლისა);
10. სამთ. 1) მოსამზადებელი გვირაბი; მოსამზადებელი გვირაბ˂ებ˃ის გაყვანა, გახსნა;
2) ზედაპირზე გამოსასვლელი;
11. არქიტ. ღიობი, მალი (თაღისა);
12. ტექ. კალიბრი (გლინისა);
13. სპორტ. თავისუფალი / დაუცველი / შეტევისათვის ხელსაყრელი ადგილი;
14. ჭადრ. დებიუტი; English opening "ინგლისური დასაწყისი";
15. პოლიგრ. გადაშლა, ორი გადაშლილი გვერდი (წიგნისა და ა.შ.).