1. ერთი; one page ერთი გვერდი; one apple ერთი ვაშლი; one o'clock პირველი საათი [შდრ. აგრ. ◇]; no one man can do it ერთი კაცი ამას ვერ გააკეთებს, ვერავინ შეძლებს მარტო ამის გაკეთებას; no one reason will do არც ერთი მოსაზრება / მოტივი არ გამოდგება / არ ივარგებს;
2. ერთადერთი, მხოლოდ ერთი; one (and) only ერთადერთი, განუმეორებელი, უნიკალური; there is one answer to it ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს; this is the one thing we can feel certain about ეს არის ერთადერთი რამ, რაშიც შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ; that's the one thing I needed ეს ერთადერთია, რაც მჭირდებოდა;
3. 1) ერთიანი, ერთობლივი; to have one opinion საერთო აზრის ქონა; one and undivided ერთიანი და განუყოფელი; with one accord ერთად, ერთხმად, ერთსულოვნად;
2) predic ერთი მთლიანი, განუყოფელი; to be made one დაქორწინება, შეუღლება; he is made one with nature იგი თითქოს ბუნების განუყოფელ ნაწილად იქცა; we have been both one these two months ეს ორი თვე ჩვენ ერთმანეთს არ დავშორებივართ / განუყრელად ერთად ვიყავით;
4. 1) იგივე, ისეთივე; იდენტური; one and the same ერთი და იგივე; of one age თანატოლი, ერთი ასაკისა;
2) predic ერთნაირი, უცვლელი; it's all one to me ჩემთვის სულ ერთია; to remain for ever one ʘ მუდამ უცვლელია, არ იცვლება;
5. განუსაზღვრელი, ერთ-ერთი; one day last summer ერთხელ გასულ ზაფხულს; one day I shall do it ოდესმე მე ამას გავაკეთებ; one fine morning ერთ მშვენიერ დილას;
◇ like one o'clock საუბ. გამაძლ. ა) ძალზე სწრაფად, გამალებით; ბ) დიდი ხალისით, მონდომებით, სიამოვნებით; გ) ძლიერ, მეტისმეტად; it's going to rain like one o'clock თავსხმას აპირებს; დ) დიდებულად, ჩინებულად [შდრ. აგრ. 1]; for one thing ერთი მიზეზით, ერთი მიზეზის გამო [იხ. აგრ. for I ◇]; one man no man ანდ. ერთი კაცი – არა კაცი; ≅ ძალა ერთობაშიაო; ორი ძაღლი ლომს გააქცევსო.