ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

on II preposition
[ɒn]
ბეჭდვა

1. სივრცითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) რაიმეზე / რისამე ზედაპირზე მდებარეობას -ზე; a house on the hill სახლი გორაკზე; a picture on the wall სურათი კედელზე; a painting on glass ნახატი მინაზე; on the surface of the water წყლის ზედაპირზე; on page four მეოთხე გვერდზე; there was deep snow on the ground მიწაზე დიდი თოვლი იდო; a ring on the finger ბეჭედი თითზე; a rucksack on one's back ზურგზე რიუკზაკი / ზურგჩანთა; the look on his face მისი სახის გამომეტყველება;

2) რისამე ზედაპირზე მოძრაობას -ზე; logs floating on the water წყალზე / წყლის ზედაპირზე მოტივტივე მორები; a fly walked on the ceiling ჭერზე ბუზი დაცოცავდა;

3) მოქმედების მიმართულების ადგილს -ზე, -ში, -კენ; he threw the papers on the table ქაღალდები მაგიდაზე დაყარა; the light shone on us შუქი გვანათებდა / ჩვენ გვეცემოდა; to kiss smb. on the lips / on the mouth / ვისიმე კოცნა ტუჩებში; to strike on the neck კისერში ჩარტყმა; to pat smb. on the hand ვინმესთვის ხელზე მოფერება / მოთათუნება; to knock on the door კარზე დაკაკუნება; to head on (to) the south კურსის სამხრეთისკენ აღება / დაჭერა; the window opens on (to) the street ფანჯარა ქუჩას გადაჰყურებს;

4) ადგილმდებარეობას ან რისამე საზღვარზე ან საზღვართან ახლოს მდებარეობას -ზე, -თან; on the Continent ევროპის კონტინენტზე (ბრიტანეთის კუნძულებისაგან განსხვავებით); on the horizon ჰორიზონტზე; on the street ამერ. ქუჩაში; on the veranda ვერანდაზე; on the border საზღვარზე, სასაზღვრო რაიონში; on the Thames ტემზაზე; a cottage on a lake აგარაკი ტბის პირას; სახლი ტბასთან; to border on smth. რისამე ზღვარზე ყოფნა; he sat on my right side ჩემგან ხელმარჯვნივ იჯდა; on the right side of the road გზის მარჯვენა მხარეს; houses on either side of the street სახლები ქუჩის ორივე მხარეს;

5) ამა თუ იმ მდინარეზე მდებარეობას (გეოგრაფიულ სახელწოდებებში): Burton-on-Trent ბერტონ-ონ-ტრენტი; Stratford-on-Avon სტრატფორდ-ონ-ეივონი; Frankfurt-on-the-Main მაინის ფრანკფურტი;

6) ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს -ში, -თით; on the east აღმოსავლეთში, აღმოსავლეთით; on the west დასავლეთში, დასავლეთით;

2. დროითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) ამა თუ იმ დღეს — გადმოიცემა მიცემითი ბრუნვით; on Monday ორშაბათს; on Tuesday week მომავალ სამშაბათს, ამ სამშაბათის სწორს; on the next / following / day მეორე დღეს; on any day ნებისმიერ დღეს; on the day of my arrival ჩემი ჩამოსვლის დღეს;

2) ამა თუ იმ თარიღს: on the 1st of May პირველ მაისს; on or about the 12th დაახლოებით თორმეტ რიცხვში; on and after the 15th თხუთმეტი რიცხვიდან მოყოლებული;

3) დღის ამა თუ იმ მონაკვეთს -ით, -ში; გადმოიცემა აგრ. მიცემითი ბრუნვით; on the morning of the 3rd of March სამი მარტის დილას, სამ მარტს დილით; on a rainy autumn evening შემოდგომის წვიმიან საღამოს; on a dark night ბნელ ღამეში;

4) მოვლენათა თანმიმდევრობას შემდეგ, მერე; on the death of his friend მეგობრის სიკვდილის შემდეგ; cash on delivery ფასდადება, ფულის გადახდა საქონლის მიწოდებისას / მიღებისას; on reaching home შინ მისვლისას / მისვლისთანავე;

5) მოვლენათა ერთდროულ მიმდინარეობას დროს, განმავლობაში; on a trip მოგზაურობისას, მგზავრობისას [შდრ. აგრ. 8 3)]; on his rounds შემოვლის დროს, შემოვლისას;

3. მიუთითებს რისამე (თან) ქონას: I have no money on me ფული თან არა მაქვს; a pistol was found on him პისტოლეტი უპოვეს;

on I onager¹

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0451