1. მიუთითებს 1) კუთვნილებას — გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვით; the garden of my neighbour ჩემი მეზობლის ბაღი; the nest of the bird ჩიტის ბუდე;
2) რისამე ფლობას — გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვით; the owner of the house სახლის მფლობელი / მეპატრონე; a man of property მესაკუთრე;
3) ავტორს, შემქმნელს — გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვით; the stories of Edgar Poe ედგარ პოს მოთხრობები; the phonograph of Edison ედისონის ფონოგრაფი;
4) ამა თუ იმ ორგანიზაციის წევრობას ან ამა თუ იმ ორგანოს მუშაობაში მონაწილეობას — გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვით; he is a member of the Conservative party კონსერვატიული პარტიის წევრია;
5) ნათესაურ, მეგობრულ, საქმიან და სხვ. კავშირებს კონსტრუქციაში კუთვნილებით ნაცვალსახელთან ჩვეულ. აბსოლუტურ ფორმაში; he is a friend of mine [of his, of yours] ის ჩემი [მისი, თქვენი] მეგობარია; is he a friend of your father's? ის მამათქვენის მეგობარია? that precious brother of hers ირონ. მისი ძვირფასი ძამიკო; it's no business of yours ეს თქვენი საქმე არ არის, ეს თქვენ არ გეხებათ;
2. მიუთითებს 1) რისამე შემადგენელ ნაწილს — გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვით; the roof of the house სახლის სახურავი; the leg of the table მაგიდის ფეხი;
2) მთელისა და ნაწილის რიცხობრივ შეფარდებას, პროპორციას -გან(ი), -(ი)დან, -ში; გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვითაც; three parts of the whole მთელის სამი მეოთხედი; one of them ერთი მათგანი [შდრ. აგრ. 17]; most [many, some] of us თითქმის ყველა [ბევრი, ზოგიერთი] ჩვენგანი; of the twenty only one was present ოციდან მხოლოდ ერთი ესწრებოდა; there is smth. of good in every man წიგნ. რაღაც სიკეთე / სიკეთის მარცვალი ყოველ ადამიანშია; part of the way გზის ნაწილი;
3) რისამე განსაზღვრულ რაოდენობას — გადმოიცემა აგრ. ნათესაობითი ბრუნვით; a cup of tea [coffee] ფინჯანი ჩაი [ყავა]; a tin of sardines ერთი კონსერვის ქილა სარდინი; a yard of silk ერთი იარდი აბრეშუმი; a foot of ground ერთი ფუტი მიწა; a piece of chalk ცარცის ნაჭერი;
3. მიუთითებს ვისიმე ან რისამე გამოყოფას ამა თუ იმ თვისებით მსგავს პირთა ან საგანთა ჯგუფიდან -გან, -დან, შორის; the bravest of the brave მამაცთა შორის უმამაცესი; the holy of holies წმიდათაწმიდა; a man of a thousand ათასიდან ერთი;
4. მიუთითებს 1)
ხარისხს, თვისებას ან თავისებურებას: of good / high / quality კარგი / მაღალი ხარისხისა; a man of talent [ability] ნიჭიერი [უნარიანი] კაცი; a man of genius გენიოსი; a friendship [a friend] of old standing დიდი ხნის / ძველი მეგობრობა [მეგობარი]; a period of plenty სიუხვის პერიოდი; a state of rest სიმშვიდის მდგომარეობა; a flag of three colours სამფერი დროშა;
2) რაოდენობრივ მახასიათებელს -გან; a family of eight რვა წევრისაგან შემდგარი ოჯახი; a ship of 700 tons შვიდასი ტონა წყალწყვის მქონე გემი;
3) ასაკს: a boy of fourteen თოთხმეტი წლის ბიჭი;
5. მიუთითებს ამა თუ იმ თვისებას, დამახასიათებელ ნიშანს — მომდევნო არსებით სახელთან ერთად ხშ. ითარგმნება რთული ზედსართავი სახელით; hard of heart გულქვა; black of eye შავთვალა; nimble of foot ფეხმარდი, ფეხმალი; hard of hearing სმენადაქვეითებული;
6. მიუთითებს 1) ნივთიერებას, რომლისგანაც რაიმე მზადდება -გან; გადმოიცემა აგრ. ნათესაობითი ბრუნვით; a box of ivory სპილოს ძვლისაგან დამზადებული / სპილოს ძვლის ყუთი; made of wood ხისა, ხისგან დამზადებული; what is it made of ? რისგანაა ეს დამზადებული? a house of cards კარტის ხუხულა;
2) რისამე შემადგენლობას ან სტრუქტურას — გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვით; a collection of pictures სურათების კოლექცია; a book of poems ლექსების კრებული; a bunch of keys გასაღებების ასხმულა; a pack of wolves მგლების ხროვა; to be composed of / to consist of / smth. ʘ რაიმესაგან შედგება;
3) სუნს, გემოს — გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვით; it smelled of hay თივის სუნი ჰქონდა; the fish tasted of onions თევზს ხახვის გემო დაჰკრავდა; the room smelled of mice ოთახში თაგვის სუნი იდგა;
7. მიუთითებს 1) წარმომავლობას ან წყაროს -დან; გადმოიცემა აგრ. ნათესაობითი ბრუნვით; he comes of a good family კარგი ოჯახიდან არის; workers of Ohio ოჰაიოს შტატის მუშები; there was one child of that marriage ამ ქორწინების შედეგად ერთი ბავშვი დაიბადა;
2) ვისიმე / რისამე ამა თუ იმ პერიოდს ან დროის გარკვეულ მონაკვეთს მიკუთვნებას: men of Forty Eight ორმოცდარვაწლიანები, ორმოცდარვა წელს დაბადებულნი; within a year of his death მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ / განმავლობაში;
3) წოდებას, ტიტულს და მისთ. — გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვით; Doctor of Medicine მედიცინის დოქტორი; Master of Arts ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი;
8. მიუთითებს მიზეზს, საფუძველს -გან, გამო, შედეგად; to do smth. of necessity აუცილებლობის გამო რისამე კეთება; to do smth. of one's own accord თავისი ნებით / საკუთარი სურვილით / ნებაყოფლობით რისამე კეთება; to die of starvation [wounds] შიმშილისაგან [ჭრილობებისაგან] მოკვდომა; I have done this of my own will საკუთარი სურვილით / ჩემი ნებით გავაკეთე ეს;
9. სივრცითი მნიშვნელობით მიუთითებს საწყის პუნქტს მდებარეობის, მანძილის ან მიმართულების განსაზღვრისას -დან; within a mile of the station სადგურიდან ერთი მილის მანძილზე / დაშორებით; a mile east of the port პორტიდან აღმოსავლეთით ერთი მილის მანძილზე; south of London ლონდონის სამხრეთით;
10. დროითი მნიშვნელობით მიუთითებს 1) ამერ. წუთებს (საათით დროის განსაზღვრისას): twenty of twelve თორმეტს უკლია ოცი;
2) თვეს თარიღის შემდეგ: the first of May პირველი მაისი; the second of June ორი ივნისი;
3) საუბ. განმეორებითი მოქმედების დროს: of an evening საღამოობით; of a Saturday შაბათობით; what do you do of a Saturday? შაბათობით რას აკეთებთ? he looks in of an evening საღამოობით შემოივლის ხოლმე; to sit up late of nights საუბ. ʘ გვიან წვება / იძინებს;
4) დროის პერიოდს: განმავლობაში, მანძილზე; I have not seen him of a long time დიდი ხანია არ მინახავს; of late years ბოლო / უკანასკნელი წლების განმავლობაში;
11. იხმარება 1) კონსტრუქციებში, სადაც საზღვრული (გამოხატული არსებითი სახელით) თავად გვევლინება ხატოვან ეპითეტად: a palace of a house დიდებული სახლი; სახლი კი არა, სასახლე; a box of a room პაწაწინა ოთახი; a mountain of a wave უზარმაზარი ტალღა;
2) საკუთარ სახელებთან: the city of Dublin ქალაქი დუბლინი; the Isle of Wight კუნძული უაიტი; by the name of Mary სახელად მერი; the month of May მაისის თვე;
12. 1) იხმარება არსებითი სახელის მსაზღვრელ კონსტრუქციებში — გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვით; the laws of perspective პერსპექტივის კანონები; standard of living ცხოვრების დონე; source of information ინფორმაციის წყარო; the name of the street ქუჩის სახელი; a cloud of smoke კვამლის ღრუბელი;
2) ხსნის წინამავალი არსებითი სახელის შინაარსს: the fact of your speaking to him ის ფაქტი, რომ თქვენ მას ესაუბრეთ; თქვენი მასთან საუბრის ფაქტი;
13. მიუთითებს 1) ნაზმნარი არსებითი სახელით გამოხატული მოქმედების ობიექტს — გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვით; education of children ბავშვების განათლება; explanation of a word სიტყვის განმარტება; love of study სწავლის სიყვარული; writing of letters წერილების წერა; levying of taxes გადასახადების გადახდევინება / აკრეფა;
2) მოქმედების სუბიექტს, რომელიც არსებითი სახელითაა გამოხატული — გადმოიცემა ნათესაობითი ბრუნვით; the love of a mother დედობრივი / დედის სიყვარული;
3) ინფინიტივით გამოხატული მოქმედების სუბიექტს (ვისიმე) მხრივ; it is clever [foolish] of you to act so თქვენი მხრივ გონივრულია [უგუნურებაა] ასე მოქმედება / მოქცევა;
4) მოძვ. მოქმედების სუბიექტს ვნებითში მდგომი ზმნის შემდეგ -თვის, -გან, მიერ; beloved of all ყველასთვის საყვარელი; forsaken of God and man ღმერთისა და ხალხისგან დავიწყებული;
14. მიუთითებს 1) საუბრის თემას, განსჯის საგანს / ობიექტს და მისთ. -ზე, შესახებ, თაობაზე; to speak [to think] of smb., smth. ვინმეზე, რაიმეზე ლაპარაკი [ფიქრი]; to remind smb. of smth. ვინმესთვის რისამე შეხსენება; to complain of smb., smth. ვინმეზე, რაიმეზე ჩივილი; it is you I'm thinking of თქვენზე ვფიქრობ; not that I know of მე, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არაფერი ვიცი;
2) ეჭვის, სიფრთხილის, შიშის, შურის და მისთ. საგანს: to suspect smb. of smth. ვინმეზე ეჭვის ქონა; ʘ ვინმეზე რაიმეს ეჭვობს; to accuse smb. of smth. ვინმესთვის რისამე დაბრალება; to be guilty of smth. ʘ რაიმეშია დამნაშავე, რაიმე აქვს ჩადენილი; to be sure of smth. ʘ რაიმეშია დარწმუნებული; to be aware of smth. რისამე ცოდნა; it admits of no doubt ეს ეჭვგარეშეა; ეს ეჭვს არ იწვევს; he was ashamed of being so late რცხვენოდა, რომ ასე დაიგვიანა; he had such hopes of it მას ამის დიდი იმედი ჰქონდა;
15. მიუთითებს 1) რაიმესაგან ვისიმე ან რისამე განთავისუფლებას: -გან, -დან; free of smth. რაიმესაგან თავისუფალი; to get rid of smth. რისამე თავიდან მოშორება / მოცილება; რაიმესგან თავის დახსნა / თავის დაღწევა; to cure smb. of smth. ვისიმე რაიმესაგან განკურნება;
2) რისამე წართმევას / ჩამორთმევას: to be deprived of smth. ʘ რაიმეს მოკლებულია; რაღაც წაართვეს; he was robbed of his purse მას ქისა მოჰპარეს; he was cheated of £ 5 ანგარიშში ხუთი გირვანქა სტერლინგი დააკლეს / ხუთი გირვანქა სტერლინგით მოატყუეს;
3) პირს, ვისგანაც რაიმეს იღებენ, ყიდულობენ, ითხოვენ და მისთ. -გან, -თვის; to ask a favour of smb. ვინმესთვის სამსახურის გაწევის / დახმარების თხოვნა; to borrow [to buy] smth. of smb. ვინმესგან რისამე სესხება [ყიდვა];
16. მოძვ. მიუთითებს მიზანს — გადმოიცემა მოქმედებითი ბრუნვით; to send of an errand ამა თუ იმ დავალებით / მისიით გაგზავნა;
17. შესიტყვებებში: full of რითიმე სავსე / უხვი / მდიდარი; full of water წყლით სავსე; full of energy ენერგიით აღსავსე, ენერგიული; plenty of ბევრი, მრავალი; plenty of time ბევრი / უამრავი დრო; of no account უმნიშვნელო, არაარსებითი; of (great) interest (მეტად) საინტერესო / საყურადღებო; (ძალიან) მნიშვნელოვანი; of age სრულწლოვანი; of a certainty უსათუოდ, უეჭველად, აუცილებლად, უდავოდ; of a child მოძვ. ბავშვობიდან; of a child he was sickly ბავშვობიდან ავადმყოფობდა; of all men, of all people ვინ, თუ არა ...; he of all men / people / should be grateful ვინ ვინ, და ის კაცი მადლობელი უნდა იყოს; well, what of it? მერე (და) რა? of oneself ა) საკუთარი სურვილით; ბ) სხვის დაუხმარებლად; it came about of itself ეს თავისთავად მოხდა; of late ახლახან, ამას წინათ, ბოლო დროს, ბოლო ხანებში; of late years ბოლო წლებში; of old დიდი ხნის წინათ, კარგა ხანია; უწინ, წინათ, წარსულში, ოდესღაც; I know him of old დიდი ხანია ვიცნობ; what has become of him? ა) რა ბედი ეწია? რა ბედი ხვდა წილად? რა დაემართა? ბ) სად დაიკარგა? no more of that! კმარა! საკმარისია! this / that / kind / sort / of thing ასეთი / ამგვარი რამ; all of a tremble კანკალით, თრთოლით, ცახცახით; აღელვებით / შეშფოთებით; he is one of us ის ჩვენიანია [შდრ. აგრ. 2 2)].