1. 1) ახლა, ამჟამად, ამ მომენტში; now or never, now if ever ახლა ან არასდროს; the country is now at war ამჟამად ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია; just now ა) სწორედ ახლა; I'm busy just now ახლა დაკავებული ვარ / არ მცალია; ბ) ახლახან, ეს-ეს არის; he was here just now იგი ახლახან / ეს წუთია აქ იყო; but now მოძვ. ახლახან, ეს-ეს არის; even now ა) ახლაც კი; ბ) მოძვ. ახლახან, ეს-ეს არის;
2) ახლავე, ამ წუთში, დაუყოვნებლივ; we must start now ახლავე უნდა შევუდგეთ / გავემართოთ; do it now! არ გადადოთ, ახლავე გააკეთეთ!
3) მაშინ, იმ დროს (ნაწარმოებში, წარსულის მოვლენათა აღწერისას და ა.შ.); now he tried another plan მაშინ მან სცადა მეორე გეგმის განხორციელება; the war was now practically concluded იმ დროისთვის ომი პრაქტიკულად დამთავრებული იყო; now Caesar marched East ამის შემდეგ კეისარი აღმოსავლეთისაკენ დაიძრა;
2. : now... now, მოძვ. now... and again ხან ... ხან; now wet, now fine ხან წვიმს, ხან დარია; his walk was now quick and again slow იგი ხან უმატებდა ნაბიჯს / სვლას, ხან უნელებდა;
3. არსებ. მნიშვნ. აწმყო, ახლანდელი დრო, მოცემული მომენტი; read the future in the now განჭვრიტეთ / განსაზღვრეთ მომავალი აწმყოთი; before / პოეტ. ere / now უწინ, წინათ, უფრო ადრე; აქამდე;
4. ზედს. მნიშვნ. 1) ახლანდელი, ამჟამინდელი, ამჟამად არსებული; the now King ახლანდელი მეფე;
2) საუბ. ულტრათანამედროვე; ულტრამოდური; a now tendency ბოლოდროინდელი / უახლესი ტენდენცია; the Now Generation ახალი / დღევანდელი თაობა (ჩვეულ. ითქმის 60-იანი წლების ბოლო პერიოდის ახალგაზრდობის შესახებ);
5. კავშირის მნიშვნ. 1) ახლა, როდესაც / როცა, მას შემდეგ / მას აქეთ, რაც; ვინაიდან, რადგანაც (ხშ. now that); now you mention it, I do remember ახლა, როცა თქვენ ეს თქვით / ახსენეთ, მართლაც გამახსენდა; now that you are well again, you can travel რადგანაც / რაკი გამოჯანმრთელდით, შეგიძლიათ იმოგზაუროთ; now that I know you, it is different ახლა, როცა გაგიცანით, ყველაფერი შეიცვალა;
2) წინადადების დასაწყისში აკავშირებს მას წინა წინადადებასთან ხოლო; ასე რომ; და აი; now Barabbas was a robber ხოლო ბარაბა ყაჩაღი იყო; now it chanced that ... და აი, აღმოჩნდა, რომ ...;
6. შორისდ. მნიშვნ. მომისმინე(თ)! მოიხედე(თ)! მოითმინე(თ)! აბა! (ხშ. now then); now don't nag! გთხოვ / ოღონდ ნუ შემაწუხებ! გეყოფა, გული ნუ გამიწყალე! now (then)! აბა, ჩქარა! დროზე! მოდი ერთი! now then, look out! ჰეი, ფრთხილად! now listen to me! აბა, ერთი მომისმინე(თ) / ყური დამიგდე(თ)! no nonsense now! ახლა, მორჩი სულელობას! ოღონდ, სისულელეები არ იყოს! oh, come now ეს როგორ! რანაირად! გამორიცხულია! (იხ. აგრ. come I 13); now what do you mean by that? ამით, კაცმა რომ თქვას, რას გულისხმობთ? now what's the matter with you? რა მოგივიდა(თ)? რა დაგემართა(თ)? now then, what's all this? აბა, რაშია საქმე / რა მოხდა? you don't mean it, now ამას ხომ სულაც არ ფიქრობთ; რაღაცას ბოლომდე არ ამბობთ; now, now! აბა, კარგი! გეყოფა! (მეგობრული შეგონება ან დამშვიდება); now, now! Don't cry! კარგი, გეყოფა, ნუ ტირი! now then, stop it! აბა, ახლავე შეწყვიტე(თ)! there is a wise young woman, now! აი, ჭკვიანი გოგო! now you are talking საუბ. აი, ეს მესმის! ეს სულ სხვა ამბავია / საქმეა!
7. შესიტყვებებში: by now უკვე, ამ დროისათვის; he will have arrived by now იგი, ალბათ, უკვე ჩამოსული იქნება; from now, from now on / onwards, forth, forward / ამ დროიდან, ამის შემდეგ; ამიერიდან; as from now ოფიც. დღევანდელი დღიდან, დღეიდან; till / until / now, up to now, მოძვ. unto now აქამდე, ამ დრომდე, დღემდე; (every) now and then / again / დროდადრო, დროგამოშვებით, ხანდახან.