1. 1) შენიშვნა (შენიშნავს), შემჩნევა; ყურადღების მიქცევა; to note a misprint ბეჭდვითი შეცდომის შემჩნევა; to note a resemblance მსგავსების შემჩნევა; note how to do it დაუკვირდით, როგორ კეთდება ეს; note that the child is only ten years old ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვი ჯერ მხოლოდ ათი წლისაა;
2) ოფიც. მხედველობაში მიღება (˂მი˃იღებს); კონსტატირება; to note the content of a letter წერილის შინაარსის მხედველობაში მიღება; we duly note that ... შესაბამისად ვითვალისწინებთ, რომ ...; we have noted your order for ... თქვენი შეკვეთა …-ზე შესასრულებლად გათვალისწინებულია;
2. ჩაწერა (˂ჩა˃წერს, ˂ჩა˃იწერს), ჩანიშვნა, ჩანაწერის გაკეთება (აგრ. to note down); the author has noted his comments in the margin of the manuscript ავტორმა თავისი შენიშვნები ხელნაწერის კიდეზე მიაწერა / წააწერა; the secretary noted down the date of the meeting in his memorandum book მდივანმა შეხვედრის თარიღი ბლოკნოტში ჩაიწერა; to note smb. on one's list ვისიმე სიაში შეყვანა;
3. შენიშვნების / განმარტებების / კომენტარების გაკეთება (˂გა˃აკეთებს); ანოტირება;
4. ხსენება (ახსენებს); აღნიშვნა; მითითება; as the author notes … როგორც ავტორი აღნიშნავს / მიუთითებს ...; as I noted before როგორც უკვე ზემოთ ვახსენე / აღვნიშნე; I shall only note this მხოლოდ ამას ვიტყვი, მხოლოდ ამით / ამითღა შემოვიფარგლები; I must just note that ... ერთი მაინც უნდა შევნიშნო / ითქვას, რომ ...;
5. ფინ. თამასუქის გაპროტესტება (˂გა˃აპროტესტებს);
6. იშვ. ʘ ნიშნავს, მნიშვნელობა აქვს; მიუთითებს;
7. მოძვ. სამარცხვინო დაღის დასმა (˂და˃უსვამს);
▭ to note down = 2; to note forth, to note out მოძვ. ჩვენება (აჩვენებს, უჩვენებს), მითითება;
◇ to note a protest პროტესტის გამოთქმა / განცხადება.