I
1. ცხვირი; to blow one's nose ცხვირის მოხოცვა; to speak through one's / the / nose დუდღუნი, დუდღუნით / ცხვირში ლაპარაკი; to hold one's nose ა) ცხვირზე / ნესტოებზე ხელის მოჭერა (ცუდი სუნისგან თავის დასაცავად); ბ) გადატ. ცხვირის აბზეკა / რაიმესადმი ზიზღის გამოხატვა;
2. 1) დრუნჩი, დინგი;
2) ხორთუმი (მწერისა);
3. 1) ყნოსვა, ალღო; this dog has a good nose ამ ძაღლს კარგი ყნოსვა / ალღო აქვს;
2) გადატ. ალღო, მიხვედრის / მიკვლევის უნარი; ინტუიცია; to have a good nose for smth. რისამე მიმართ ალღოს აღების უნარის ქონა; ʘ რაიმეს ალღოთი / ინტუიციით გრძნობს;
4. სასიამოვნო სუნი, არომატი (
თივისა, ჩაისა და ა.შ.); ბუკეტი, თაიგული (
განსაკ. ღვინისა);
5. სლ. ჯაშუში, პოლიციის ინფორმატორი;
6. საუბ. ფარულად დათვალიერება / ძებნა; to have a nose round ჩუმად დავლა და დათვალიერება;
II
1. ცხვირი, ტუჩი, ყელი (ჭურჭლისა, მილისა);
2. 1) ზღვ. ცხვირი (გემისა);
2) წინა ნაწილი (თვითმფრინავისა, ავტომობილისა და ა.შ.);
3. ავ. ცხვირი (ფრთის პროფილისა);
4. ტექ. 1) შვერილი, გამოშვერილი ნაწილი; თავი; თითი;
2) მჭრელი პირი (საჭრისისა);
3) ხახა (კონვერტერისა);
5. საბრძოლო თავი / ქობინი (ტორპედოსი, მართვადი რაკეტისა და მისთ.);
6. გეოგრ. კონცხი;
7. : pressure nose მეტეორ. ჭექა-ქუხილის შვერილი (ბაროგრამაზე);
⌇ ear, nose and throat specialist ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი; nose agent / gas, irritant / სამხ. ცხვირ-ხახის გამაღიზიანებელი მომწამლავი ნივთიერება; nose cape სამხ. სლ. აირწინაღი; nose cone ცხვირის კონუსი (განსაკ. ბალისტიკური რაკეტისა); nose wheel ავ. წინა თვალი (შასისა);
◇ parson's / pope's / nose კურტუმი (კერძი); white nose ტალღის პატარა თეთრი ქოჩორი; nose to nose ერთმანეთის პირდაპირ, პირისპირ; nose paint სლ. ალკოჰოლიანი სასმელი; a nose of wax სუსტი / უნებისყოფო ადამიანი; on the nose ამერ. საუბ. ზუსტად, სწორედ; (right) under smb.'s (very) nose (ზუსტად) ვისიმე ცხვირწინ; to make / to pull / a long nose (at) სლ. "ცხვირის" ჩვენება, ცხვირთან ცერისა და გაშლილი თითების მიტანა (ვისიმე გამოსაჯავრებლად); a nose to light candles with გაწითლებული ცხვირი (ლოთობით გამოწვეული); to lead by the nose ვისიმე სრულ მორჩილებაში ყოლა; ვისიმე მართვა, ვინმეზე მბრძანებლობა; to bite / to snap / smb.'s nose off მკვახედ / თავხედურად / გაღიზიანებით ლაპარაკი / პასუხი; ლაპარაკის უხეშად / უცერემონიოდ შეწყვეტინება; to put one's nose in the manger ʘ საჭმელს დააცხრა; to count / to tell / noses ა) ხმების, დამსწრეთა და ა.შ. რაოდენობის დათვლა; ბ) მოსახლეობის აღწერა; to poke / to push, to thrust / one's nose into smth. რაიმეში დაუკითხავად ჩარევა; სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა; to turn up / to look down / one's nose (at) რაიმესადმი ზიზღის გამოხატვა; ვინმესთვის ზემოდან ყურება; ცხვირის აწევა / აბზეკა; as plain as the nose on your face დღესავით ნათელი, თავისთავად ცხადი; to put smb.'s nose out of joint ა) ≅ ვინმესთვის კვანტის გამოდება; ვისიმე გეგმების ჩაშლა / ჩაფუშვა; ბ) ვისიმე გულში სხვისი ადგილის დაკავება; to follow one's nose ა) პირდაპირ / პირდაპირი გზით სიარული; ბ) ʘ ალღოთი / ინსტინქტით მოქმედებს / ხელმძღვანელობს; to bring / to hold, to keep, to put / one's [smb.'s] nose to the grindstone ʘ მძიმედ / შეუსვენებლად მუშაობს [ამუშავებს]; to wipe smb.'s nose (of) მოძვ. ა) ვისიმე მშრალზე დატოვება, ვინმესთვის ყველაფრის წართმევა / ცხვირწინ აცლა; ბ) ვისიმე მოტყუება / გაცურება; to cut / to bite / off one's nose to spite one's face ცხელ გულზე საკუთარი თავის საზიანოდ მოქმედება; ვისიმე ჯიბრზე თავისთვის ზიანის მოტანა; to pay through the nose უზარმაზარი / მეტისმეტად დიდი თანხის გადახდა; to make smb. pay through the nose ვინმესთვის სამმაგის გადახდევინება, ვისიმე გატყავება / გაყვლეფა; by a nose ა) ამერ. ძლივს, გაჭირვებით; მცირედით, მცირე უპირატესობით; ბ) : to win by a nose სპორტ. დოღში ერთი ცხვირით გასწრება (ითქმის ცხენის შესახებ); to make smb.'s nose swell ვინმეში ძლიერი ეჭვის ან შურის აღძვრა.