1. ზმნ. მხ. და მრ. რ. 1) არავინ, არც ერთი (ორზე მეტი რაოდენობიდან); none of them is / are / known to us არც ერთ მათგანს არ ვიცნობთ; none of the applicants was / were / German განმცხადებელთაგან არავინ იყო გერმანელი; none of them can help me ვერც ერთი მათგანი ვერ დამეხმარება; I saw none of the people I wanted ვერავინ ვნახე, ვისი ნახვაც მინდოდა; he is none of the richest მდიდარი არ არის, მდიდრად არ ითვლება;
2) არაფერი, არც ერთი (ორზე მეტი რაოდენობიდან); I want none of these things ამ ნივთებიდან არც ერთი არ მჭირდება; none of this concerns me ყოველივე ეს მე არ მეხება;
3) დიალ. არც ერთი (ორიდან); არც ერთი, არც მეორე;
2. თითქმის არაფერი, არცრა; of that there's none, or little ამისა თითქმის არაფერია, ერთი ბეწოა; he is aware, none better, that ... მასზე უკეთ არავინ იცის, რომ ...;
3. ელიპს. 1) არავითარი, არანაირი, არაფერი (უკვე ნახსენებიდან ); you have money and I have none თქვენ გაქვთ ფული, მე კი — არა; none at all საერთოდ არანაირი, არც ერთი; any occupation is better than none at all არანაირს ნებისმიერი საქმე სჯობს, ნებისმიერი საქმე უსაქმურობაზე უკეთესია; an ill opinion is worse than none at all ცუდი აზრის ქონა არანაირის ქონაზე უარესია;
2) predic სულაც არ, ოდნავა(და)ც არ, სავსებით არ; his understanding is none of the clearest ყველაფერი როდი ესმის ნათლად, სულაც არა აქვს კარგად გააზრებული; his nature is none of the calmest თავდაჭერილობით არ გამოირჩევა, თავს საერთოდ ვერ ფლობს;
4. 1)
ზმნ. მრ. რ. არავინ, არანაირი ხალხი; none have all; all must have some არ შეიძლება ერთის იყოს ყველაფერი, სხვებსაც უნდა ჰქონდეს რაღაც;
2) არავინ, არც ერთი ადამიანი; there is none like her მისნაირი არავინაა, მისი მსგავსი არ მოიძებნება;
5. შესიტყვებებში: none other but / than / არც მეტი, არც ნაკლები; ზუსტად, სწორედ; the visitor was none other than / but / the king სტუმარი არც მეტი, არც ნაკლები თავად მეფე აღმოჩნდა; none but არავინ / არაფერი, გარდა; მხოლოდ, მარტოოდენ; they chose none but the best ისინი მარტოოდენ საუკეთესოს ირჩევდნენ; I have told none but you თქვენ გარდა არავისთვის მითქვამს; none but a fool would do such a thing მხოლოდ სულელს / ბრიყვს შეუძლია ასეთი რამის ჩადენა;
◇ none of your business! შენი / თქვენი საქმე არ არის! none of your impudence! საუბ. აბა, თავხედობა არ იყოს! none of that! შეწყვიტე(თ)! კმარა! to have none of smth. რისამე არდაშვება / არმოთმენა; I will have none of your stupid ideas! თქვენი სულელური აზრების გაგონებაც არ მინდა! next to none თითქმის არაფერი, ძალიან ცოტა; second to none შეუდარებელი, უბადლო, საუკეთესო.