1. 1) ხმაური, ყაყანი; ყვირილი, ღრიანცელი; don't make such a noise! ასე ნუ ხმაურობთ! შეწყვიტეთ ხმაური! hold your noise! ვულგ. გაჩუმდი(თ)! ნუ ღრიალებ(თ)! the noise of a multitude in the mountains, like that of many people ბიბლ. მთებზე გუგუნია, თითქოს მრავალი ხალხისაგან; a tumultuous noise of kingdoms of nations gathered together ბიბლ. ერთად თავშეყრილი ხალხების სამეფოთა ჟრიამული;
2) ცხარე დისკუსია / კამათი, მითქმა-მოთქმა (ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ); to make a noise about smth. რისამე გამო ერთი ამბის / აურზაურის ატეხა; to make a noise in the world საყოველთაო მითქმა-მოთქმის / აჟიოტაჟის გამოწვევა; to make a lot of noise about a novel რომანის გარშემო დიდი ხმაურის ატეხა; the novel made a lot of noise რომანმა სენსაცია მოახდინა, რომანს დიდი გამოხმაურება ჰქონდა; to do smth. without noise მოძვ. რისამე ხმაურის გარეშე / ყურადღების მიუპყრობლად გაკეთება;
2. 1) ხმა (ჩვეულ. არასასიამოვნო); ხმაური, გრუხუნი; what's that noise? რა ხმაა? რა ხმაურია? the noise of the rain წვიმის შხაპუნი / რაკარუკი; hammering noise კაკუნი, ბრახუნი; buzzing noise ბზუილი, ზუზუნი; the noise of the bells ზარების რეკვა / რეკვის ხმა; the noises of the waves ტალღების დგაფუნი; the terrific noise of an explosion აფეთქების გამაყრუებელი ხმა; the noise of a brook ნაკადულის ჩუხჩუხი / რაკრაკი; a noise of falling leaves ფოთლების ცვენის შრიალი; noise of burning wood მოგიზგიზე შეშის ტკაცუნი / ტკაცატკუცი;
2) ბიბლ. : in which the heavens will pass away with a great noise და მაშინ ზათქით გარდავლენ ცანი;
3. მოძვ. ჭორი, ცილისმწამებლური ხმები;
4. სპეც. ხმაური; დაბრკოლება, დაბრკოლებები; დამახინჯება; atmospheric noise ატმოსფერული დაბრკოლება; background noise
ხმაურის / დაბრკოლებების ფონი; ფონის ხმაური;
5. ფონეტ. ჩქამიერი ბგერა;
6. გეოგრ. წყლის დონის არარიტმული შემთხვევითი რყევა / ცვალებადობა; edge-wave noise მცირე პერიოდის "ატმოსფერული" ტალღები (ზღვისა);
⌇ noise factor / figure / ელექტრ. ხმაურფაქტორი, ხმაურის კოეფიციენტი; noise control ხმაურთან ბრძოლა; noise pollution გარემოს ხმაურით "გაბინძურება"; noise immunity სპეც. დაბრკოლებამდგრადობა; noise level სპეც. ხმაურის / დაბრკოლებათა დონე; noise meter სპეც. ხმაურსაზომი, ხმაურის დონის საზომი; noise jamming რად. ა) ხმაურის / აკუსტიკური დაბრკოლებების შექმნა; ბ) ხმაური, აკუსტიკური დაბრკოლება; noise suppression რად. ხმაურის / აკუსტიკურ დაბრკოლებათა დახშობა; noise suppressor რად. ხმაურის / აკუსტიკურ დაბრკოლებათა დამხშობი;
◇ a big noise ირონ. მნიშვნელოვანი / გავლენიანი პიროვნება, ბობოლა; to make noises ა) გრძნობების და მისთ. სიტყვიერად გამოხატვა; to make encouraging noises მოწონების გამოთქმა; ≅ კვერის დაკვრა; to make comforting noises ნუგეშისცემა, დამშვიდება; ბ) არაპირდაპირ მინიშნება, გადაკვრით თქმა.