(nipped [-t], 
nipt) 
1. ჩქმეტა (ჩქმეტს), პწკენა; კბენა; the lobster nipped the toes of the bather ზღვის კიბომ მობანავეს ფეხის თითებზე უკბინა; the wind nips hard ხატოვნ. ქარი ძვალ-რბილში ატანს; 
2. 1) დაზიანება (˂და˃აზიანებს), დასუსხვა, დაზრობა (ითქმის სიცივის / ყინვის შესახებ); frost nipped the plants ყინვამ მცენარეები დააზიანა / დააზრო; nipped by the frost ყინვადაკრული;
2) გაყინვა (˂გა˃იყინება), გათოშვა, გაცივება (ადამიანისა); a man dangerously nipped by excessive cold კაცი, რომელმაც საშიში მოყინვა მიიღო; 
3. 1) რისიმე ზრდის / განვითარების შეჩერება (˂შე˃აჩერებს) / შეწყვეტა; to nip the tide მოქცევის შეკავება (ითქმის ქარის შესახებ);
2) ს.-მ. კვირტის ან ყლორტის წვერის წაწყვეტა (˂წა˃წყვეტს); მცენარისათვის ზრდის კონუსის მოცილება; 
4. 1) ჩაჭერა (ჩაიჭერს), მოჭერა; დამაგრება; მოყოლება, მოწეწკვა; he nipped his finger in the door კარში თითი მოიწეწკა / მოჰყვა;
2) ზღვ. გემის შებოჭვა (˂შე˃ბოჭავს) ან გაჭყლეტა (ითქმის ყინულის შესახებ); 
5. 1) სლ. დაჭერა (˂და˃იჭერს), დაპატიმრება;
2) მოძვ. მოპარვა (˂მო˃იპარავს), აწაპნა, ჯიბიდან ამოცლა; 
6. საუბ. სწრაფად / მარდად მოძრაობა (მოძრაობს); გავარდნა, სწრაფად წასვლა / გაქცევა; შეხტომა, ჩახტომა; just nip up / down, across, along, round / to the baker's and get a loaf გავარდი პურის მაღაზიაში და ერთი პური მოიტანე; nip upstairs and bring me a handkerchief აირბინე ზევით და ცხვირსახოცი ჩამომიტანე; he nipped on to a tram გაქანებულ ტრამვაის შეახტა; to nip in and out of the traffic ქუჩის გადარბენა მანქანებისათვის სწრაფად გვერდის აქცევით; 
7. ამერ. სპორტ. მოწინააღმდეგის მცირე უპირატესობით დამარცხება (˂და˃ამარცხებს); 
8. მოძვ. გაკიცხვა (˂გა˃კიცხავს), დაგმობა, კრიტიკული შენიშვნების მიცემა; 
9. იშვ. შეწუხება (˂შე˃აწუხებს), შეშფოთება, ტანჯვა; ʘ მოსვენებას არ აძლევს; 
10. ტექ. 1) მკვნეტარათი მოჭრა (˂მო˃ჭრის);
2) მოჭერა (˂მო˃უჭერს), ჩაჭერა; წატაცება; 
▭ to nip along = 6; to nip at სამხ. საუბ. რაიმესათვის ცეცხლის დაშენა (˂და˃უშენს); 
to nip away საუბ. 1) ხელის წავლება (˂წა˃ავლებს) / ტაცება; გამოგლეჯა; აცლა;
2) შეუმჩნევლად წასვლა (წავა) / გაქცევა, გაპარვა; 
to nip in, to nip into საუბ. 1) გაძრომა (˂გა˃ძვრება), შეძრომა, გაღწევა; he nipped in just in front of me გაძვრა-გამოძვრა და ზუსტად წინ დამიდგა; the boy nipped into the gap in the ranks ბიჭი რიგებს შორის გაძვრა;
2) სადმე (ხანმოკლე დროით) შერბენა (შეირბენს); nipped in for a moment ერთი წუთით შერბენა;
3) საუბარში ჩარევა (˂ჩა˃ერევა) / ჩაჩრა;
4) დავიწროება (˂და˃ავიწროებს) (ტანსაცმლისა); 
to nip off საუბ. 1) იხ. to nip away;
2) ყლორტის წაწყვეტა (˂წა˃წყვეტს) ან მოჭრა; the unwanted buds were nipped off ზედმეტი კვირტები შემოაცილეს; 
to nip on : to nip on ahead საუბ. ა) წინ გაქცევა (გაიქცევა); ბ) სპორტ. ʘ გასწრებას ცდილობს; 
to nip out საუბ. 1) იხ. to nip off 2);
2) სადმე სწრაფად ან ხანმოკლე დროით წასვლა (წავა), გავარდნა;
3) სწრაფად ამოღება (˂ამო˃იღებს), დაძრობა (რევოლვერისა და ა.შ.); 
to nip up საუბ. 1) ხელის წავლება (˂წა˃ავლებს) / ტაცება;
2) = 6; 
◇ to nip a bung სლ. ჩანთის / საფულის გაჭრა (გაქურდვის მიზნით); to nip in the bud ძირშივე ამოკვეთა; ჩანასახშივე მოსპობა / განადგურება.