1. 1) სასიამოვნო, მომხიბლავი, მშვენიერი; მიმზიდველი, სანდომიანი; nice face სანდომიანი / მიმზიდველი სახე; nice smile სასიამოვნო / მიმზიდველი ღიმილი; nice boy კარგი ყმაწვილი; nice home მყუდრო ბინა; კარგი პატარა სახლი; nice little girl მშვენიერი გოგონა; nice day კარგი / სასიამოვნო დღე; nice to the taste გემრიელი; nice to the feel ხელით შეხებისას სასიამოვნო შეგრძნების გამომწვევი; to look nice კარგი / მიმზიდველი გარეგნობის ქონა;
2) ირონ. კარგი; you've got us into a nice mess! კარგ საქმეში კი გაგვხვიეთ! a nice state of affairs! კარგი / მშვენიერი ამბავია! here is a nice muddle! აი, დომხალი!
3) ელეგანტური, მოხდენილი, კოხტა, ლამაზი; very nice in one's dress ელეგანტურად ჩაცმული;
4) გემრიელი, მადის აღმძვრელი; nice cooking გემრიელი კერძები;
2. 1) (of, to, about) ყურადღებიანი, გულისხმიერი, თავაზიანი, დელიკატური, ტაქტიანი; this is very nice of you თქვენი მხრივ ეს მეტად თავაზიანი საქციელია; ძალიან თავაზიანი ბრძანდებით; he was very nice to me ძალიან ყურადღებით მომექცა; he was very nice about the incident ამ ინციდენტის დროს ძალიან ტაქტიანად მოიქცა;
2) წესიერი, პატიოსანი; დარბაისელი; nice people წესიერი ხალხი;
3. 1) ძნელად გადასაწყვეტი, რთული; ყურადღებით განხილვას / განსჯას რომ მოითხოვს; a nice point of law რთული იურიდიული საკითხი; one of the nicest problems for a man to solve ერთ-ერთი ურთულესი საკითხი გადასაწყვეტად;
2) საჩოთირო, დელიკატური; ტაქტიან მიდგომას რომ საჭიროებს; nice question საჩოთირო / დელიკატური საკითხი; negotiations needing nice handling მოლაპარაკებები, რომლებიც ფრთხილ და ფაქიზ მიდგომას საჭიროებს;
3) (უპირატ. უარყოფით წინადადებებში) წესიერი, კეთილსინდისიერი; პედანტური, სკრუპულოზური; he is not too nice in his business methods საქმეში დიდი უმწიკვლობით / წესიერებით არ გამოირჩევა; to be not too nice about the means ʘ მიზნის მისაღწევად მაინცდამაინც არაფერს ერიდება;
4) სათანადო, ჯეროვანი, შესაფერისი, მართებული, დროული; not a nice remark არცთუ მართებული / დროული შენიშვნა;
4. 1) მახვილი, გამჭრიახი; nice ear მახვილი სმენა; nice eye for distances მახვილი / გამჭრიახი თვალი, კარგი მხედველობა; a nice sense of honour ღირსების გამძაფრებული / გამახვილებული გრძნობა; nice judgement დახვეწილი / სწორი მსჯელობა;
2) ოდნავ შესამჩნევი, ოდნავი, სუსტი, მცირე; he has a nice eye for these delicate differences მცირეოდენ ნიუანსებსაც კარგად ამჩნევს; მცირეოდენ ნიუანსებშიც კარგად ერკვევა; nice distinction ძნელად შესამჩნევი / ოდნავი განსხვავება; a nice shade of meaning მნიშვნელობის ოდნავ შესამჩნევი ნიუანსი;
3) დახვეწილი, ნატიფი (ითქმის გემოვნების, მანერების და ა.შ. შესახებ); nice taste დახვეწილი გემოვნება; nice taste in art ხელოვნების ზედმიწევნით გაგების / წვდომის უნარი;
5. ზუსტი; გულდასმითი, საგულდაგულო, სკრუპულოზური; ყურადღებიანი; weighed in the nicest scales უზუსტეს სასწორზე აწონილი; nice inquiry საფუძვლიანი / საგულდაგულო გამოძიება; nice observer ყურადღებიანი დამკვირვებელი, დაკვირვებული ადამიანი;
6. მეტისმეტად მომთხოვნი, კრიტიკული (გემოვნების და მისთ. საკითხებში); პრეტენზიული, წუნია; nice critic მკაცრი კრიტიკოსი; nice in one's food აზიზი ჭამაში;
7. ემოც.-გამაძლ. (კონსტრუქციაში კავშირი and და მეორე ზედსართავი) : the place is nice and healthy ეს ძალიან ჯანსაღი ადგილია; I hope it will be nice and fine იმედი მაქვს, ყველაფერი რიგზე იქნება; you'll be nice and ill in the morning დილისთვის უსათუოდ ავად გახდებით; aren't we going nice and fast? სწრაფად მივდივართ, არა?
8. მოძვ. ავხორცი, გარყვნილი, თავაშვებული, უწესო;
9. მოძვ. მოჩვენებითად მორცხვი / მოკრძალებული / თავდაჭერილი;
10. მოძვ. იშვ. უმნიშვნელო, არაარსებითი; ტრივიალური, ბანალური;
11. მოძვ. სულელი, უგუნური, შტერი.