1. ახალი ამბავი, ახალი ამბები; ცნობა, უწყება; შეტყობინება; ახალი ინფორმაცია; what's the news? რა არის ახალი? რა ხდება? here is an interesting piece of news აი, საინტერესო ამბავი; to break the news to smb. ცუდი ამბის ვინმესთვის ფრთხილად შეტყობინება / ცნობება; I've had no news from him for a long time დიდი ხანია არაფერი მსმენია მისგან; that's news to me ეს ჩემთვის ახალი ამბავია, ეს მე არ ვიცოდი; I want to hear all your news მიამბეთ, რა არის თქვენკენ ახალი;
2. ცნობა, ინფორმაცია, ახალი ამბავი (გაზეთში, ტელე- ან რადიოგადაცემაში და ა.შ.); ტელე- ან რადიო- საინფორმაციო პროგრამა; latest news უკანასკნელი / უახლესი ცნობები; current news ა) მიმდინარე ამბები; ბ) ქრონიკა (გაზეთის რუბრიკა); foreign news უცხოეთის ახალი ამბები, ცნობები საზღვარგარეთიდან; home news ცნობები ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების შესახებ (გაზეთის რუბრიკა); stop-press news უკანასკნელი / საგანგებო ცნობები, "უკანასკნელ წუთს" (გაზეთის რუბრიკა, რომელიც შეიცავს ბეჭდვის პროცესში მყოფ გაზეთში მოთავსებულ ახალ ამბებს);
3. 1) იშვ. = newspaper 1 და 2;
2) = newsreel;
4. პრესის, მკითხველისა
და ა.შ. ინტერესის საგანი / ობიექტი / განხილვის თემა;
⌇ news bureau / service / = news agency 2; news analyst კომენტატორი, პოლიტიკური საკითხების მიმომხილველი (რადიოში და ა.შ.); news media ინფორმაციის საშუალებანი (გაზეთი, რადიო და ა.შ.); news blackout ინფორმაციის გადაცემისა და გამოქვეყნების აკრძალვა; news coverage რისამე გაშუქება, რეპორტაჟი (პრესაში, რადიოში და ა.შ.); news flash მოკლე / საგანგებო (ჩვეულ. სასწრაფო) ცნობა (რადიოში, ტელევიზიაში და ა.შ.); news gatherer საუბ. რეპორტიორი; news house საგაზეთო სტამბა; news film ა) დოკუმენტურ-ქრონიკალური ფილმი; დოკუმენტურ-ქრონიკალური კინემატოგრაფია; ბ) = news cinema; news release ცნობა პრესისათვის; პრესრელიზი; this has news value ღირს ამის შესახებ ცნობა პრესით გადაიცეს; პრესისათვის საინტერესო / ღირებული ცნობაა;
◇ to be in the news გაზეთის ფურცლებზე მოხვედრა; პრესის ყურადღების ცენტრში ყოფნა / მოქცევა; this is news ღირს ამის შესახებ დაწერა (გაზეთში და მისთ.); to be making the news ʘ პრესის ძირითადი ინტერესის საგანს / ობიექტს წარმოადგენს; no news is good news ანდ. ახალი ამბის უქონლობა კარგი ამბავია; ≅ შეჩვეული ჭირი სჯობია შეუჩვეველ ლხინსაო; bad news საუბ. უიღბლო / უიღბლობის მომტანი ვინმე ან რამე; არასასურველი / არასასიამოვნო ვინმე ან რამე; bad news has wings, bad news travels quickly, ill news flies fast / apace / ანდ. ცუდ ამბებს ფრთები აქვსო; კარგს დამალავენ, ცუდს მალე იტყვიანო.