ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

negotiate verb
[nɪʹgəʊʃɪeɪt]
ბეჭდვა

1. მოლაპარაკებების წარმოება (აწარმოებს); შეთანხმების მისაღწევად პირობების განხილვა; to negotiate with smb. for smth. ვინმესთან რისამე შესახებ მოლაპარაკებების წარმოება; to negotiate for peace სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება; to negotiate for truce [for ceasefire] მოლაპარაკებების წარმოება დაზავების [ცეცხლის შეწყვეტის] შესახებ; to negotiate with the enemy მოწინააღმდეგესთან მოლაპარაკებების წარმოება; to negotiate terms of peace მშვიდობის დამყარების პირობების განხილვა; to negotiate from a position of strength მოლაპარაკებების წარმოება ძალის პოზიციიდან;

2. რაიმეზე შეთანხმება (˂შე˃უთანხმდება), მორიგება; რისამე მიღწევა, მოპოვება (მოლაპარაკებების შედეგად); to negotiate a contract კონტრაქტის / ხელშეკრულების დადება; to negotiate a treaty with another nation სხვა სახელმწიფოსთან შეთანხმების მიღწევა; to negotiate a loan სესხის მიღება; to negotiate a sale გარიგების დადება საქონლის გაყიდვაზე; to negotiate tariff concessions სატარიფო შეღავათებზე შეთანხმება;

3. ფინ. გადაცემა (გადასცემს), დათმობა, მიმოქცევაში გაშვება (თამასუქისა, ჩეკისა და მისთ.); ფულის მიღება ან გადახდა (თამასუქით, ჩეკით და მისთ.), ინკასირება; გაყიდვა, ჩათვლა; to negotiate a bill თამასუქის დათმობა / გაყიდვა / ჩათვლა, თამასუქის მიმოქცევაში გაშვება; to negotiate a cheque ა) ჩეკით ფულის მიღება, ჩეკის დახურდავება; ბ) ჩეკით ფულის გადახდა;

negotiant negotiation

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0406