1. 1) უარყოფითი პასუხი; უარი; to answer in the negative უარყოფითი პასუხის მიცემა; the answer is in the negative პასუხი უარყოფითია; ≅ მე წინააღმდეგი ვარ, უარს ვაცხადებ, არა ვარ თანახმა;
2) კამათში / დებატებში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარე; the negative won the debate კამათში კანონპროექტის, რეზოლუციის პროექტისა და ა.შ. მოწინააღმდეგეებმა / ოპონენტებმა გაიმარჯვეს;
3) უარყოფა, უარის თქმა, უკუგდება; it was decided in the negative საკითხი უარყოფითად გადაწყდა; plebiscite returned a negative პლებისციტის შედეგი უარყოფითი იყო;
2. უარყოფითი ფორმით ჩამოყალიბებული პრინციპი ან დებულება; it's hard to prove a negative უარყოფის შემცველი / უარყოფითი დებულების დამტკიცება ძნელია;
3. უარყოფითი თვისება, ნაკლი, მინუსი; his character is made up of negatives მას ბევრი უარყოფითი თვისება / ნაკლი აქვს;
4. არქ. გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება;
5. გრამ. 1) უარყოფა; უარყოფითი ნაწილაკი;
2) უარყოფითი წინადადება;
6. მათ. უარყოფითი სიდიდე;
7. ელექტრ. კათოდი, უარყოფითი / უარყოფითად დამუხტული ელექტროდი (გალვანური ელემენტისა);
8. ფოტ. ნეგატივი.