ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

need II verb
[ni:d]
ბეჭდვა
I

1. ʘ რაიმე ან ვინმე სჭირდება / ესაჭიროება, რაიმეს ან ვინმეს საჭიროებს; the farmers need rain ფერმერებს წვიმა სჭირდებათ; he needs rest მას დასვენება ესაჭიროება; father knows the things you need of before you ask him ბიბლ. მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდე იცის, თუ რა გჭირდებათ; they need one another ისინი უერთმანეთოდ ვერ ძლებენ, მათ ერთმანეთი სჭირდებათ; this is a book I've been needing a long time დიდი ხანია ეს წიგნი მჭირდება;

2. 1) ʘ რაიმეს მოითხოვს / საჭიროებს; რისამე საჭიროებას განიცდის; you only needed to ask თქვენ მხოლოდ უნდა გეკითხათ; the dress needs washing კაბა უნდა გაირეცხოს / გასარეცხია; that needs no saying ეს თავისთავად ცხადია, ამას თქმა არ უნდა / არ სჭირდება; these facts need no comment ამ ფაქტებს კომენტარი არ სჭირდება; the letter needs no reply ამ წერილზე პასუხის გაცემა არ არის საჭირო; the book needs correction წიგნი ჩასასწორებელია / უნდა ჩასწორდეს; he needs to be careful სიფრთხილე მართებს, ფრთხილად უნდა იყოს; he needs a lot of asking ბევრი ხვეწნა სჭირდება / უნდა ეხვეწო; he needed no second invitation ბევრი აღარ ახვეწნინა, მაშინვე დათანხმდა მიწვევას / მიპატიჟებას; it needs to be done carefully ეს საფუძვლიანად უნდა გაკეთდეს; ეს საქმე სიფრთხილეს მოითხოვს; it needed doing ეს გასაკეთებელი იყო / უნდა გაკეთებულიყო; he didn't need to be told twice მას ორჯერ / მეორედ თქმა არ დასჭირვებია, მისთვის ერთხელ თქმაც საკმარისი იყო; it needed the horrors of war to open their eyes მხოლოდ ომის საშინელებებმა აუხილა მათ თვალი; he does not need to be told მას ამის თქმა არ სჭირდება; თავადაც იცის ამის შესახებ [შდრ. III ა];

2) ირონ. დამსახურება (˂და˃იმსახურებს); he needs a lesson ღირსია ჭკუა ვასწავლოთ; what he needs is a good whipping კარგ გაროზგვას იმსახურებს;

3) არქ. : there needs საჭიროა; აუცილებელია; there needs no such apology ასეთი თავის მართლება / ბოდიშები საჭირო არ არის; what need(s)? რა საჭიროა? რა აუცილებელია?

3. ʘ ღარიბია, სიღატაკეში ცხოვრობს, მატერიალურად უჭირს; give to them that need იმათ დაეხმარეთ, ვისაც უჭირს;

III ა ინფინიტივთან ერთად to ნაწილაკის გარეშე გამოხატავს საჭიროებას / აუცილებლობას ან მოვალეობას / ვალდებულებას; უპირატ. გამოიყენება კითხვითსა და უარყოფით წინადადებებში, რომელთაც აწარმოებს მეშველი ზმნის გარეშე: he need not come მისი მოსვლა საჭირო / აუცილებელი არ არის; you needn't wait შეგიძლიათ არ დაელოდოთ; you needn't go so early, need you? თქვენი ასე ადრე წასვლა არ არის საჭირო, ასე არ არის? must I go there? — No, you need not აუცილებელია ჩემი იქ წასვლა? — არა, აუცილებელი სულაც არ არის; you needn't do it if you don't want to ნუ გააკეთებთ, თუ არ გინდათ / გსურთ; I need not have done it ეს არ უნდა მექნა / გამეკეთებინა; he needn't have been in such a hurry ასე არ უნდა ეჩქარა; you need not trouble yourself ნუ შეწუხდებით; need anybody know? განა აუცილებელია / საჭიროა ვინმემ იცოდეს ამის შესახებ? he needn't be told არ არის აუცილებელი მისთვის ამის თქმა [შდრ. I 2 1)]; I need hardly tell you that ... არა მგონია, საჭირო იყოს თქვენთვის იმის თქმა, რომ ...; I don't think that need be considered არა მგონია, საჭირო იყოს ამის გათვალისწინება.

need I need-be

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0395