1. 1) კისერი; to break one's neck კისრის მოტეხა [იხ. აგრ. ◇]; to fall on / upon / smb.'s neck ვინმეს კისერზე ჩამოკიდება / ყელზე მოხვევა; he fell upon his brother Beniamyn's neck, and wept ბიბლ. ყელზე მოეხვია თავის ძმას ბენიამინს და ატირდა;
2) გადატ. სიცოცხლე; to risk one's neck რისკის გაწევა, სიცოცხლის სასწორზე შეგდება; to save one's neck საკუთარი ტყავის გადარჩენა; to stick one's neck out საუბ. თავის საფრთხეში ჩაგდება, ყულფში საკუთარი ნებით თავის გაყოფა (რისამე გაკეთებით ან თქმით);
2. კისერი, კისრის ნაწილი (საქონლის ხორცისა);
3. ყელი (ბოთლისა და მისთ.);
4. საყელო; გული (
კაბისა და ა.შ.); low neck დეკოლტე; square neck ოთხკუთხა ფორმის გული (
კაბისა და ა.შ.); round neck მრგვლად ამოჭრილი გული (
კაბისა და ა.შ.);
5. სლ. თავხედობა, უტიფრობა, კადნიერება; to have the neck to do [to say] smth. ʘ თავხედობა ჰყოფნის რისამე გასაკეთებლად [სათქმელად];
6. 1) რისამე ვიწრო / შევიწროებული ნაწილი; neck of blade ნიჩბის ფრთის შევიწროებული ნაწილი;
2) ფეხი (ბოკალისა);
3) მუს. ყელი (სიმებიანი საკრავისა);
7. გეოგრ. 1) ვიწრო სრუტე;
2) ცელა, ისარა; ყელი (აგრ. neck of land);
8. ანატ. ყელი (კბილისა, საშვილოსნოსი და ა.შ.); neck of femur ბარძაყის ყელი;
9. ტექ. 1) რგოლური ღარაკი;
2) ყელი, პოჭოჭიკი;
10. მეტალ. 1) ალიბჭე;
2) ხახა, ყელი (კონვერტერისა);
11. არქიტ. სვეტის ტანის შევიწროებული ნაწილი კაპიტელთან;
12. გეოლ. ნეკი, ვულკანის ყელი; ცილინდრული ინტრუზივი;
⌇ neck vertebrae ანატ. კისრის მალები;
◇ neck and neck ა) სპორტ. ერთმანეთის გვერდიგვერდ, ერთად (ითქმის დოღის, რბენისა და ა.შ. მონაწილეების შესახებ შეჯიბრების მსვლელობისას); ბ) გვერდიგვერდ, თანაბრად, ერთმანეთთან ძალიან ახლოს (განსაკ. ითქმის საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსების, პარტიებისა და ა.შ. შესახებ); to lose by a neck ა) სპორტ. დოღში ერთი თავით ჩამორჩენა (ითქმის ცხენის და ა.შ. შესახებ); ბ) ოდნავ ჩამორჩენა, მცირე სხვაობით დამარცხება; to win by a neck ა) სპორტ. დოღში ერთი თავით გასწრება (ითქმის ცხენის და ა.შ. შესახებ); ბ) ოდნავ გასწრება, მცირე უპირატესობით გამარჯვება; neck and crop ა) მთლიანად, სავსებით; საფუძვლიანად; ბ) სწრაფად, გამალებით; გ) უცერემონიოდ, უბოდიშოდ, მოურიდებლად; ფიზიკური ძალის გამოყენებით; throw him out neck and crop! მოაშორეთ აქედან! კინწისკვრით გააგდეთ აქედან! neck and heels დიალ. = neck and crop ა); neck or nothing ანდ. ≅ ან გამარჯვება, ან სიკვდილი! თუ იყოს, იყოსო, თუ არა და — წყალმა რიყოსო; up to one's / the / neck საუბ. ყელამდე; to be up to one's neck in work ʘ აუარებელი საქმე აქვს; to be up to one's neck in problems ʘ უამრავი პრობლემა აქვს; to be up to one's neck in debt ʘ ყელამდე ვალებშია; neck of the woods ა) საუბ. რაიონი, მხარე, რეგიონი; they don't do such things in my neck of the woods ჩვენთან ასე არ იქცევიან, ასე მოქცევა ჩვენთან მიღებული არ არის; ბ) დასახლებული ადგილი / დაბა ტყიან მხარეში; გ) მიყრუებული / ცენტრს ძალიან დაშორებული დასახლებული ადგილი; to break one's neck ა) კისრის მოტეხა; დამარცხება, დაღუპვა; ბ) თავ-პირის მტვრევით სირბილი; გ) თავდაუზოგავად მუშაობა / შრომა; ʘ ყოველ ღონეს ხმარობს, თავს არ იზოგავს; ≅ წელებზე ფეხს იდგამს [იხ. აგრ. 1 1)]; to break the neck (of smth.) ა) (რისამე) წინააღმდეგობის დაძლევა / გატეხა; ბ) (რისამე) ყველაზე რთული ნაწილის დაძლევა; (რაიმესათვის) კისრის მოგრეხა; to break the neck of winter ʘ ზამთარი გადავაგორეთ / უკან მოვიტოვეთ; to break the neck of a job სამუშაოს ყველაზე ძნელი / რთული ნაწილის შესრულება; გ) უმძიმესი მდგომარეობის გადატანა / დაძლევა; to break the neck of an illness მდგომარეობიდან გამოსვლა ავადმყოფობის შემდეგ, ავადმყოფობის დაძლევა / დამარცხება; to wash one's neck, to put it down one's neck სლ. ლოთობა; shot in the neck ამერ. სლ. მთვრალი, ნასვამი; to breathe down smb.'s neck სლ. ა) ვინმეს გაკონტროლება / თავზე დადგომა; ვინმესთვის თვალყურის დევნება; ბ) ვინმეს დაწევა / წამოწევა; ʘ ვინმეს მისდევს; to speak / to talk / through (the back of ) one's neck სლ. სისულელეების როშვა / ჩმახვა; to catch / to get, to take / it in the neck საუბ. ა) სასტიკი საყვედურის მიღება; ʘ გაჯორეს, ტყავი გააძვრეს; ბ) ʘ სამსახურიდან კინწისკვრით გააგდეს; to set one's foot on smb.'s neck ვისიმე დაჯაბნა / დამონება / მთლიანად დამორჩილება.