1. აუცილებელი, საჭირო; necessary for our country ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი; necessary for happiness [to me] ბედნიერებისათვის [ჩემთვის] საჭირო; if necessary თუ საჭიროა / აუცილებელია, საჭიროების / აუცილებლობის შემთხვევაში; it is not necessary for you to come შეგიძლიათ არ მოხვიდეთ, თქვენი მოსვლა აუცილებელი არ არის;
2. 1) გარდაუვალი, თავიდან რომ ვერ აიცილებ; necessary evil "გარდაუვალი ბოროტება", ცუდი / არასასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი რამ (სასურველი შედეგის მისაღწევად და ა.შ.); the necessary alternative ერთადერთი ალტერნატივა;
2) გარდაუვალი, უცილობელი, ლოგიკურად გამომდინარე; necessary conclusion გარდაუვალი დასკვნა;
3. განუყოფელი, არსებითი; necessary to the scheme გეგმის განუყოფელ ნაწილს რომ წარმოადგენს; this is necessary to self-respect ეს აუცილებელია, რათა ადამიანმა საკუთარ თავს პატივი სცეს;
4. იძულებითი; იძულებული; the necessary action იძულებითი ქმედება; not a free but a necessary agent საკუთარი ნების წინააღმდეგ / იძულებით მოქმედი პირი;
5. ლოგ. ცხადი, დასაბუთებას რომ არ საჭიროებს; necessary truth ცხადი ჭეშმარიტება, აქსიომა;
◇ necessary house დიალ. ეზოს საპირფარეშო (განსაკ. კანალიზაციის გარეშე); necessary woman არქ. შავი სამუშაოს შემსრულებელი მოახლე / შინამოსამსახურე ქალი.