1. სუფთა, ფაქიზი; მოწესრიგებული, აკურატული; neat room დალაგებული / დასუფთავებული ოთახი; neat beds კოხტად გასწორებული ლოგინები; he was neat in his dress მას ყოველთვის სუფთად ეცვა; he keeps his office neat and tidy მისი ოფისი ყოველთვის კარგად მოვლილი და მოწესრიგებულია; neat housewife წესრიგის მოყვარული დიასახლისი;
2. მოძვ. ელეგანტური, ტანზე კოხტად მომდგარი (ითქმის ტანსაცმლის შესახებ);
3. მოძვ. დახვეწილი, ელეგანტური; კოხტად / მოხდენილად ჩაცმული;
4. გარკვეული, მკაფიო; ზუსტი; neat handwriting მკაფიო / ადვილად წასაკითხი ხელწერა; to write a neat hand გარკვევით / ადვილად გასარჩევი ხელით წერა; neat arrangement of arguments მკაფიო / ნათლად ჩამოყალიბებული არგუმენტაცია; neat description ზუსტი აღწერა;
5. დახვეწილი, ლაკონიური (ითქმის ენის და მისთ. შესახებ); very neat answer ძალზე მოსწრებული პასუხი; neat style ნატიფი / დახვეწილი სტილი;
6. კარგად შესრულებული; ორიგინალურად მოფიქრებული / მოსაზრებული; მარტივად და ეფექტიანად გადაწყვეტილი; to make a neat job of smth. რაიმესათვის კარგად / წარმატებით თავის გართმევა; რისამე ჭკვიანურად გაკეთება; neat workmanship ნატიფი ნამუშევარი; neat plan ორიგინალური გეგმა; neat device მახვილგონივრული მოწყობილობა; neat solution to the problem პრობლემის მარტივი გზით გადაწყვეტა;
7. დახელოვნებული, გაწაფული, მოხერხებული; neat worker მარჯვე / გაწაფული მუშა; neat craftsman ხელმარჯვე ოსტატი;
8. სუფთა, შეუზავებელი (ითქმის ალკოჰოლიანი სასმელების შესახებ); to drink one's whisky neat შეუზავებელი ვისკის სმა;
9. ტექ. სუფთა, მინარევების გარეშე;
10. = net² II 1;
11. სლ. საუცხოო, ჩინებული; that's a neat car! რა მაგარი მანქანაა! he was a neat guy ჯიგარი ტიპი იყო;
◇ as neat as a new pin / as ninepence, as wax, as a bandbox / გაწკრიალებული, გაკრიალებული; ახალთახალი; neat but not gaudy უბრალო, მაგრამ კოხტა.